ნიკა მელია - ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს მოპარული არჩევნების გაფორმებაზე, მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუ ამის საჭიროება იქნება
ნიკა მელია - ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს მოპარული არჩევნების გაფორმებაზე, მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუ ამის საჭიროება იქნება

ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს მოპარული არჩევნების გაფორმებაზე და არავინ მიიღებს მონაწილეობას არც ერთ საპარლამენტო სხდომაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ყველ პროცედურა, რაც საჭირო იქნება, ამოიწურება, დაწყებული სიების განულებით, დასრულებული პერსონალური განცხადებებით.

„ყველა ოპოზიციური პარტია უარს ამბობს მოპარული არჩევნების გაფორმებაზე და არავინ მიიღებს მონაწილეობას არც ერთ საპარლამენტო სხდომაში. ყველანი უარს ვამბობთ ფიზიკურად იქ გამოცხადებაზე, რომელი დღეც არ უნდა იყოს. ეს ყველაფერი ხვალვე ამოიწურება, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს. მოლაპარაკებები გაგრძელდება, თუ ამის საჭიროება იქნება. ოპოზიცია მზად არის და იქნება ყოველთვის მოლაპარაკებისთვის. ჩვენ ვიცავთ ქართველი ხალხის, ამომრჩევლების პოზიციას. ქართველი ხალხის პოზიცია არის, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები. კობახიძეს აქვს მცდელობა, მოლაპარაკების პროცესი თავისი უტაქტო პრესკონფერენციებით ჩაშალოს, მაგრამ ოპოზიცია იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს პასუხისმგებლობიანი პოზიცია. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სახის მოლაპარაკებებში მიიღებს მონაწილეობას, უკვე მას შემდეგ, რაც გავაფორმებთ უარს პარლამენტში შესვლაზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.