ნიკა მელია - ვხედავ, რომ ყოველდღიურად იზრდება სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია
ნიკა მელია - ვხედავ, რომ ყოველდღიურად იზრდება სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია

ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას და პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, ვხედავ, რომ ყოველდღიურად სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ იზრდება, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან დაგეგმილ აქციას აუცილებლად დაესწრება.

„ის, რასაც ახლა მე ვაკეთებ, ის რა კამპანიაშიც ვიღებ მონაწილეობას, ყოველდღიური ჩემი ბრძოლა რა თქმა უნდა ეძღვნება ამ ქვეყნის განვითარებას, ჩვენი შვილების ნათელ მომავალს, ჭაობიდან და წუმპედან ამოყვანას, ყველა უსამართლო დაჩაგრულის შველას და ყველა უსამართლო პატიმრობაში მყოფი ადამიანის გათავისუფლებას, რომ ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას და პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდეს, რადგან დღეს თუ მიხეილ სააკაშვილია ამ მდგომარეობაში, ხვალ შესაძლებელია, თქვენ აღმოჩნდეთ ამ მდგომარეობაში. ყველანი სოლიდარული უნდა ვიყოთ და ვხედავ, რომ ყოველდღიურად სოლიდარობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ იზრდება, სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია“, – განაცხადა მელიამ.

დღეს საღამოს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, აქცია გაიმართება.