ნიკა მელია - ვინმეს თუ აქვს ილუზია, რომ მელია საკუთარი სურვილით მიიღებს ამნისტიას, ეს არის მათი ბროლის ოცნება „ქართულ ოცნებაში“
ნიკა მელია - ვინმეს თუ აქვს ილუზია, რომ მელია საკუთარი სურვილით მიიღებს ამნისტიას, ეს არის მათი ბროლის ოცნება „ქართულ ოცნებაში“

ვინმეს თუ აქვს ილუზია, რომ მელია საკუთარი სურვილით მიიღებს ამნისტიას, ეს არის მათი ბროლის ოცნება „ქართულ ოცნებაში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ამნისტიის კანონპროექტს დეტალურად არ იცნობს, თუმცა ეს არის წარმოუდგენელი საარაკო სიგიჟე, რომელიც დაუშვა „ქართულმა ოცნებამ“.

„ძალიან ძვირი ფასის გადახდა მოუწევს „ქართულ ოცნებას“, ჯერ ერთი თავიანთ თავს იწყალებენ, ანზორ ჩუბინიძეზე ავრცელებენ. მნიშვნელოვანი, ის ჩანაწერი, რომელიც ჩაწერეს და ძალაში თუ დატოვეს, რომ მე არ უნდა ვიყო წინააღმდეგი ამნისტიის ჩემზე გავრცელების, აქედანვე გადავცემ ოლიგარქს და მის წარმომადგენლობასაც, რომ უბრალოდ წარმოუდგენელია, თეორიული შანსი არ არსებობს, რომ მე დავთანხმდე იმ სიგიჟეს, რომელიც ჩაწერეს. რა თქმა უნდა, ამაზე უარს ვიტყვი. ხომ არ დაგავიწყდათ, რისთვის დამატყვევეს ხალხო, ანტისაოკუპაციო აქციაზე ყოფნის დროს აქციაზეც არ ვიყავი, პარლამენტში ვიყავი შიგნით და იქიდან გამომაძევეს, ასე აღმოვჩნდი აქციაზე, ამის შემდეგ რა და როგორც გააკეთეს, ჩემზე კარგად იცით და ახლა ვინმეს თუ აქვს იმის ილუზია, რომ მელია მიიღებს ჩემი სურვილით ამ ამნისტიას, ეს არის მათი ბროლის ოცნება „ქართულ ოცნებაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.