ნიკა მელია - ვფიქრობ, არჩევნების პირველ ტურში შედეგობრივად მე გავიმარჯვებ
ნიკა მელია - ვფიქრობ, არჩევნების პირველ ტურში შედეგობრივად მე გავიმარჯვებ

პირველ ტურში შედეგობრივად მე გავიმარჯვებ. ვინ გავა მეორე-მესამე ადგილზე, ეს კალაძეს და გახარიას შორის გადაწყდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, პირველ ადგილზე შედეგობრივად მგონია, რომ ვიქნები მე, საერთო ოპოზიციური კანდიდატი კალაძესა და გახარიას შორის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატების მიერ ერთმანეთზე თავდასხმა სწორი არ არის.

„ურთიერთობებში ხელების ფათური ნამდვილად არ მინდა. გუშინდელი მეგობრები არიან, გუშინწინდელი უახლოესი თანამებრძოლები და წარმოუდგენელია, როცა ერთი მხრიდან მეორეს მიმართ განსაკუთრებით საარაკო თავდასხმებს ვაკვირდებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.