ნიკა მელია - სარკესთან ჩხუბით არაფერი გამოვა, უმჯობესია, სარკეში ჩახედვა და სახიდან მურის მოწმენდა
ნიკა მელია - სარკესთან ჩხუბით არაფერი გამოვა, უმჯობესია, სარკეში ჩახედვა და სახიდან მურის მოწმენდა

პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ედისონ რისერჩის“ კვლევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც მელია წერს, ხდება წინასწარ დაგმობა „ედისონ რისერჩის“ კვლევის, რასაც 2017 წლიდან სიამაყით აზიარებდნენ.

„დამწკრივდნენ და დაიწყეს „ედისონ რისერჩის“, „ფორმულას“ მიერ დაკვეთილი და თითქმის ერთი თვის წინ ჩატარებული, ჯერ არ გამოცხადებული კვლევის წინასწარ დაგმობაც, რომელსაც 2017 წლიდან სიამაყით აზიარებდნენ.

სარკესთან ჩხუბით არაფერი გამოვა, უმჯობესია, სარკეში ჩახედვა და სახიდან მურის მოწმენდა“, – წერს ნიკა მელია.