საერთო გამარჯვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილიც, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე, მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას, ჯერ ციხიდან, მაგრამ ძალიან მალე თავისუფლებაზე, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა.
ნიკე მელიამ ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე.
„მოგესალმებით გამარჯვების სრული რწმენით ეს ერთი და მოგესალმებით უზღვავი ენერგიიით და იმედით სავსე – ეს ორი ასეა ეს და უბრალოდ გიზიარებთ ამ ჩემს ემოციებს, მაგრამ ემოციები იქით იყოს და ხვალ კი რეფერენდუმი გვაქვს ქვეყანაში, კენჭისყრა გვაქვს ქვეყანაში, რომლითაც ჩვენ ყველანი, დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, გადაწყვეტილებას, რომლიც საბოლოოდ მოვიშორებთ ქვეყნის დამაქცევარ ხელისუფლებას, გადაწყვეტილებას, რომლითაც საბოლოოდ დავადგებით ნათელი მომავლის გზად, იმ მომავლის, სადაც არც სიღარიბეა და არც შიმშილი, აი იმ მომავალ გზას დავადგებით, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა და განათლებაა, იმ მომავალ გზას დავადგებით, სადაც სასამართლო და პროკურატურა დამოუკიდებელია, პოლიცია მთლიანად დეპოლიტიზებულია და სუს-ად წოდებულ, სამარცხვინო პოლიტიკური ჟანდარმერია კი გაუქმებულია. დღეს ყველა ვხედავთ „ოცნების“ ისტერიასა და ჩამოშლას მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების გამო, ეს რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს საერთოდ არ უნდა ექციათ მესამე პრეზიდენტი დევნილად, მთელს მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა და ძებნილად არ გაეხადათ კაცი რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოუტანა ქვეყანას, მას სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის. დღეს ის ნამდვილად საქართველოშია, დააკავეს, მაგრამ მან იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი. ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც – ციხეში ყოფნა არაა პრობლემა, განსაკუთრებით მისთვის – პრობლემა არის როცა ქვეყანა ემსგავსება დახავსებულ ციხეს და ეს არის მისთვის განსაკუთრებული პრობლემა. საერთო გამარჯვების შემდეგ კი, მიხეილ სააკაშვილიც, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე, მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას. ჯერ ციხიდან მაგრამ ძალიან მალე თავისუფლებაზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, რაც თქვა.
„ეს თავდადებული ნაბიჯია, მან თავისი თავისუფლება დათმო ამ რეჟიმის დამარცხებისთვის. ჩვენი თავდადება კი დღეს და ხვალ ბევრად მარტივ რამეასი უნდა გამოვხატოთ, ავდგეთ ხვალ, დავდგეთ რიგში, ავიღოთ ბიულეტენები და დავასრულოთ ბიძინა ივანიშვილია ოცნება, შემოვხაზოთ ნებისმიერი 41-ის გარდა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მომხრეს, მხარდამჭერს, ამომრჩეველს დამატებითი ვალდებულება გვაქვს, ჩვენი არჩევანით დავიხსნათ პრეზიდენტი სააკაშვილი, ეს ჩვენი სურვილიც არის ამ წუთიდან, ვალიც არის და რაც მთავარია, ხვალ ჩვენ მივიღებთ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, რომლითაც გავარღვევთ „ქართული ოცნების“ დანერგილ მანკიერ წრეს – სიძულვილით, ბოღმით და დაპირისპირებით დახშულ წრეს გავარღვევთ ხვალ. სრულიად დარწმუნებული ვარ, მეტიც, მისხალი ეჭვი არ მეპარება, აი, ხომ შეიძლება, ოდნავ მაინც გეპარებოდეს ადამიანს ეჭვი, რომ ხვალ ჩვენ, ყველანი ერთად დავადგებით ჩვენი სამშობლოს გადარჩენის ერთადერთ გზას. და რატომ დავადგებით ერთადერთ სწორ გზას?! დავადგებით, რადგანაც უბედურია ის ქვეყანა, რომელიც შეგნებულად და გათვლილად სიძულვილით იმართება. სადაც ხელისუფლება თავის შანსებს არა ერთიანობაში, შეკავშირებაში კონსოლიდაციაში ხედავს, არამედ დანაწევრებაში, დაყოფაში, მტრობაში, სიძულვილში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას თქმით, ჩვენი ყველას სამშობლო არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა იყოს უბედური.
„ჩვენი ქვეყანა არ არის ზიზღის და სიძულვილის სამშობლო. არ არის და ხვალ ყველანი ერთად ვეტყვით ივანიშვილს, რომ მისი რეჟიმი, რომელიც სამი სიტყვით გამოიხატება – გააღატაკე, გაანადგურე, დაჩაგრე – ამ კაცთმოძულე რეჟიმს ვეტყვით და აუცილებლად ვეტყვით, რომ დრო ამოიწურა. რომ მოთმინების ფიალა აივსო, მეტიც გადაივსო, რომ დროა გაქრნენ, როგორც ცუდი სიზმარი. რომ ბნელი დამარცხდა და, ჩვენ, – (ეს თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა) -ჩვენ, სინათლის მხარეს მდგომებმა, ჩვენ – სიკეთის მხარეს მდგომებმა! ჩვენ – ისტორიის სწორ მხარეს მდგომებმა. ჩვენ – სამშობლოს პატრიოტებმა გავიმარჯვეთ. ხშირად მეკითხებიან – რა იქნება შემდეგ. აი 2 ოქტომბრის რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ? იქნება ლეგიტიმაციისგან დაცლილი და ფეხქვეშ მიწაგამოცლილი, დამარცხებული მოძალადე რეჟიმი და დაუყოვნებლივ დაინიშნება ვადამდელი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. აი, ეს იქნება და შემდეგ, იქნება გამარჯვება უკვე ვადამდელ არჩევნებშიც და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება პატრიოტი, წესიერი, პროდასავლური ძალების კოალიციისთვის.
დიდი ისტორიული წერტილის დასმა ქართული ოცნების უმძიმესი მმართველობის წლებზე. აი, ეს იქნება მერე. მშვიდი, ზიზღისგან დაცლილი, განვითარების გზაზე დამდგარი საქართველო – აი, ეს იქნება მერე.
ვეღარავინ ჩაიწერს ჩვენი და ჩვენი ექიმის საუბარს, მოძღვართან აღსარებებს. ვერავინ დაგვიხოცავს 20 წლის ინოვატორ ბავშვებს მომავლიდან. აი, ეს იქნება მერე. ჩვენ აღარასოდეს აგვერევა ერთმანეთში მტერი და მოყვარე. ჩვენ მივაღწევთ ჩვენ მიზნებს და გავხდებით ნატო-ს და ევროკავშირის წევრები. აი, ეს იქნება მერე. და ბოლოს. ჩვენ ვიქნებით იმდენად მიმზიდველი, განვითარებული და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ქვეყანა, რომ ჩვენი ერთიანობა და ტერიტორიული ინტეგრაცია თავისთავად დადგება დღის წესრიგში. საქართველო გაერთიანდება – და აი ეს ისტორიული მწვერვალი იქნება მერე. მერე, 2 ოქტომბრის რეფერენდუმში გამარჯვების მერე, რომელიც აუცილებლად დადგება ხვალ და ამას ჩვენ ხვალ ერთობით მივაღწევთ.
ხვალ, ყველანი, ერთად, ორგანიზებულად და მშვიდად, მივდივართ საარჩევნო უბნებთან. მივდივართ, რომ შემოვხაზოთ ნებისმიერი, გარდა 41ისა. მივდივართ, რომ შევცვალოთ ბნელი ნათელით, უმუშევრობა დასაქმებით, გულგრილობა მზრუნველობით, კორუფცია წესიერებით, ძარცვა და გაღატაკება – განვითარებით და სიმდიდრით. ჩვენ მივდივართ, რომ გავიმარჯვოთ და არა ვინმე დავამარცხოთ. გავიმარჯვოთ ჩვენი სამშობლოს, თითოეული ჩვენგანის და ყველას საერთო გამარჯვების მოსაპოვებლად. ამაში, არც მოუცლელობა, არც უამინდობა, არც სიზარმაცე, არც რაიმე სხვა მიზეზი არ შეგვიშლის ხელს. რადგან სამშობლოს სიყვარულმა არ იცის უამინდობა! რადგან სამშობლოს სიყვარულმა არ იცის და უამონდობა მოუცლელობა. რადგან სამშობლოს სიყვარულმა არ იცის გულგრილობა. რადგან სამშობლოს სიყვარულის და დაცვის გზაზე პატრიოტი მოქალაქეები არასდროს ისვენებენ. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი შვილების, დედების, მამების, დების, ძმების ნათელი მომავალის მხოლოდ ერთი ხელის მოძრაობით გადაწყვეტის ფუფუნებას ისტორია ყოველთვის არ იძლევა. დიახ, ერთი ხელის მოძრაობით, ანუ ნებისმიერის შემოხაზვით 41-ის გარდა, ხვალ, ყოველი ჩვენგანი, პირადად, შედის ქვეყნის ისტორიაში. დადგა დრო გამარჯვების და ამ გამარჯვებას ჩვენ მოვიტანთ ხვალ ყველანი ერთად და არ მოდის დიდი გამარჯვება თავდადების გარეშე, თავდადება არის ის რაც გააკეთა მიხეილ სააკაშვილს, თავდადება არის ის, რასაც აკეთებს ათასობით საქართველოს მოქალაქე. თავდადება სულის შთამბერავი არის ბრძოლის უნარიანობას სულისკვეთებისთვის. დიახაც თავდადება თუ არ არის დიდი მიზნების შესრულება, გამორიცხულია, ჩვენ ეს თავდადება მორიგ ჯერზე ვნახეთ, ხვალ ჯერი არის ჩვენზე. საქართველო გაიმარჯვებს, არა რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტია და პოლიტიკოსი, მაგრამ საქართველო გაიმარჯვებს, ამისათვის ზვარაკად მისი თავისუფლება შესწირა ჩვენმა მეგობარმა მიხეილ სააკაშვილმა და ყველანი ერთად ხვალ დილის რვა საათიდან მივდივართ საარჩევნო ურნებთან და ვიბრძვით თითოეული ხმის დასაცავად და ვიმარჯვებთ, განსაკუთრებით. მინდა, ვთხოვო „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს და მხარდამჭერებს, დავრჩეთ ჩვენ ჩვენი საცხოვრებლების მიხედვით, ვიბრძოლოთ და დავიცვათ თითოეული ხმა. გამარჯვება ხელის გაწვდენის მანძილზეა და ყველა პატრიოტი მათ შორის მიხეილ სააკაშვილი ხვალ თუ არა ზეგ აუცილებლად იზეიმებს ჩვენთან ერთად დიდ გამარჯვებას რომელსაც ჩვენ ყველანი ერთად მოვიტანთ ამ ქვეყანას და მომავალი ამით იამაყებს, ვინაიდან ხვალ საქართველოს ახალი ისტორიული ფურცელი იწერება.
ეს ბრძოლა იქნებოდა და ვიცოდით და არის წლების განმავლობაში ია-ვარდებით მოფენილი არა, ეკლიანი გზა, მაგრამ ამ ეკლიან გზაზე ჩვენ განგებ დავდიოდით, დიდი წარმატება, დიდი ამოცანები და დიდი მიზნები სხვანაირად უბრალოდ არ მოიპოვება, ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ სხვისი ხელით ნარის გლეჯვა არ გამოდის არც ერთ საქმეში, მით უმეტეს, ქვეყნის სასიყვარულო საქმეში, პატრიოტიზმს როდესაც ეხება, ამიტომ რა გვიშლის ხელს, ვართ ძალიან ბევრი, ვართ იმაზე მეტნი, ვიდრე ოდესმე ვიყავით და ყველანი ხვალ დილოს რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე საარჩევნო ურნებთან, გამაგრდით, მაგრად იყავით და გაუმარჯოს საქართვლოს, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს, სუვერენულ საქართველოს და დამოუკიდებელ საქართველოს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.