ნიკა მელია - როდესაც გემი არის ტალღაში, ღელვაში  და კაპიტანი კვიპროსში, შეუძლებელია, წარმატებას მიაღწიო
ნიკა მელია - როდესაც გემი არის ტალღაში, ღელვაში  და კაპიტანი კვიპროსში, შეუძლებელია, წარმატებას მიაღწიო

როდესაც გემი არის ტალღაში, არის ღელვაში  და კაპიტანი კვიპროსში, შეუძლებელია, წარმატებას მიაღწიო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ნიკა მელია აღნიშნა, დღეს უმძიმესი პერიოდია „ნაციონალურ მოძრაობაში“, იმაზე მძიმე ვიდრე 2013 წელს იყო.

„როდესაც გემი არის ტალღაში, არის ღელვაში და კაპიტანი კვიპროსში, შეუძლებელია, წარმატებას მიაღწიო. მაქვს პრეტენზია, რომ ვიცნობ ქართულ საზოგადოებას, ბევრი ენმ-ის ტრადიციული ამომრჩეველი კეზერაშვილ-მერაბიშვილის გამო, არ მისცემს და არ აძლევს ხმას პარტიას. მე გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ ვაძლევ შანსს, რომ დაფიქრდნენ, აღიარონ, საზოგადოებამ დაინახოს ეს. დღეს გავაკეთებ განცხადებას, თუ თვე ნახევარში, რა მნიშვნელობა აქვს, მე ყველა სცენარისთვის ვემზადები.

გამოდიან და ამბობენ, რომ არჩევნებით ვერ დავამარცხებთ ივანიშვილო, თან ელექტორალურად დაცლილები არიან, საარჩევნო კაპიტალი ხომ არჩევნებამდე უნდა დააგროვო. არჩევნებით გამარჯვების იმედი თავადვე გადაწურეს. პოსტ არჩევნები ხალხთან ერთად ყოფნას ვინ აპირებს? კაპიტანი კეზერაშვილი თუ მერაბიშვილი? ხალხის წინამძღოლი ვინ უნდა იყოს. არ არსებობს პრეცედენტი, რომ ხელისუფლებაში ნამყოფი პარტია ოდესმე, თუნდაც რევოლუციით, უკან მობრუნებულიყოს, რადგან ისტორია მეორდება, მაგრამ პერსონაჟები ვერ მეორდება“, – განაცხადა მელიამ.

„როცა გემი არის ტალღაში და ღელვაში და კაპიტანი კვიპროსში, შეუძლებელია წარმატებას მიაღწიო,“ – ეს განცხადება ნიკა მელიამ „რეაქციაში“ გააკეთა.

მელიას თქმით, ენმ ამომრჩეველს არაფორმალური მმართველების გამო კარგავს. მელიას თქმით, ბევრ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს.

ყოფილიყო მერაბიშვილი საჯარო პოლიტიკაში, ან კეზერაშვილი. როცა გემი არის ტალღაში და ღელვაში და კაპიტანი კვიპროსში, შეუძლებელია წარმატებას მიაღწიო. ენმ-ის ამომრჩეველი არ მისცემს ხმას კეზერაშვილ-მერაბიშვილის გამო.
ვაძლევ შანს, რომ დაფიქრდნენ, აღიარონ, საზოგადოებამ დაინახოს ეს.

ხალხთან ერთად ყოფნას ვინ აპირებს, კაპიტანი კეზერაშვილი თუ კვიპროსზე ნამყოფი თუ მერაბიშვილი, ვინ უნდა იყოს ხალხის წინამძღოლი. არ არსებობს პრეცენდენტი, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტია, ოდესმე, თუნდაც რევოლუციით უკან მობრუნებულიყოს, ისტორია მეორდება, პერსონაჟები არა“, – ამბობს მელია.