ნიკა მელია - „ქართული ოცნება“ ექვსი წლის განმავლობაში რასაც აკეთებდა, იმავეს აგრძელებს სალომე ზურაბიშვილი
ნიკა მელია - „ქართული ოცნება“ ექვსი წლის განმავლობაში რასაც აკეთებდა, იმავეს აგრძელებს სალომე ზურაბიშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ექვსი წლის განმავლობაში რასაც აკეთებდა, იმავეს აგრძელებს სალომე ზურაბიშვილი.

ნიკა მელია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმაურება და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილს სურს, პრეზიდენტის სასახლეში საკუთარი დაქალები დაასაქმოს.

“ბუნებრივია, ეს ყველაფერი საჯარო სამსახურს აზარალებს. ეს ხელისუფლება მოსულია, როგორც საშოვარზე, ასევე ნათესავების დასასაქმებლად,”- დასძინა მელიამ.