ნიკა მელია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
ნიკა მელია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ნიკა მელია თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. „ნაციონალური მოძრაობის“  წევრი დეპუტატი პროკურატურაში დაბარებას მის მიერ პოლიციელების წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს უკავშირებს.

ნიკა მელია ამბობს, რომ 11 ივნისს პარლამენტის წინ, ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე,  თანამოაზრეებთან ერთად, პოლიციელებმა უფლებამოსილების გადამეტებით დააკავეს. მისივე თქმით, სამართალდამცველებს  მისი, როგორც პარლამენტის წევრის დაკავების უფლება არ ჰქონდათ.

მელიას განცხადებით, ინციდენტში მონაწილე პოლიციელების წინააღმდეგ რამდენიმე კვირის წინ შეიტანა სარჩელი და მისი ინფორმაციით, მოკვლევა 9 პოლიციელის მიმართ მიმდინარეობს.

მელია  პასუხისმგებლობას შს მინისტრს,  გიორგი გახარიასაც აკისრებს.