ნიკა მელია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას კომიკურს უწოდებს
„ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარე ნიკა მელია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას კომიკურს უწოდებს.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, თავის დროზე ირაკლი ღარიბაშვილი როგორც პატარა ბავშვი, ისე გაუშვეს თანამდებობიდან.
„არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ კომიკურიც არის და კომიკურიც ბატონი ღარიბაშვილი. ის პრემიერ-მინისტრობის თანამდებობიდან როგორც პატარა ბავშვი ისე გაუშვა, მერე ისევ დააბრუნა. ახლა დამთავრებულია „ქართული ოცნება“, არ მიკადრებია ტყუილი არასოდეს. დაგპირდით, რომ არ გადავიხდიდი გირაოს, ხო არ გადავიხადე, დაგპირდით, რომ ვერ დამიჭერდნენ, ხომ ვერ დამიჭირეს. ახლაც გპირდებით მეგობრებთან ერთად, რომ ახალი არჩევნები ჩატარდება ამ ქვეყანაში და ამ ახალ არჩევნებზე ასპარეზობას „ქართული ოცნება“ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობით გადაწყვეტს, თუ სხვა ადამიანით, ეს მათი გადასაწყვეტი იქნება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.