ნიკა მელია -  ჯერ პატიმრობა შემიფარდეს, შემდეგ ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა, ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ
ნიკა მელია - ჯერ პატიმრობა შემიფარდეს, შემდეგ ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა, ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ

„ოცნებამ“ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

„მოკლედ მინდა, გითხრათ ჩემი მოსაზრება: რა გამოდის – ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და უსამართლობაზე იმიტომ არ დავხუჭე თვალი, რომ შემდეგ ჩემი თავისუფლებისთვის ვინმეს ან მე, გირაოდ გასაღებული გამოსასყიდი გადაგვეხადა? ეს ჩემთვის მიუღებელია. ჯერ პატიმრობა შემიფარდეს და შემდეგ ჩემი თავისუფლებით დაიწყეს ვაჭრობა. ამ გზით მოპოვებული „თავისუფლების“ შედეგი რა იქნება – შეწყალებული მოძალადე თანამდებობის პირები და პოლიციელები. და თან იმ ფონზე, რომ ქვეყნისთვის აუცილებელი პოლიტიკური მიზანი მიუღწეველია და კრიზისის რეალური დაძლევის გზა არ იკვეთება. მე ამ გარიგებაში ვერ და არ შევალ. ეს ჩემი შეუვალი პოზიციაა. „ოცნებამ“ კარგად იცის, როგორ იკეტება ციხის კარი და ასევე მშვენივრად შეუძლია მისი გაღება“, – წერს ნიკა მელია.

მოკლედ მინდა გითხრათ ჩემი მოსაზრება:

რა გამოდის – ძალმომრეობას იმიტომ არ შევეგუე, უკანონობას იმიტომ არ დავემორჩილე და…

Posted by Nika Melia on ორშაბათი, 19 აპრილი, 2021