ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის მცირე ნაწილს ბიძინა ივანიშვილზე მეტად ვეზიზღები
ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის მცირე ნაწილს ბიძინა ივანიშვილზე მეტად ვეზიზღები

„ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის მცირე ნაწილს ივანიშვილზე მეტად ვეზიზღები, – ამის შესახებ ენმ-ის თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ გადაცემაში განაცხადა.

„მე ვარ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და დღე არ გავა, რომ ენმ-ის ამომრჩევლებმა არ გამაკრიტიკონ. გულახდილად გეტყვით, „ნაცმოძრაობას“ ჰყავს ამომრჩევლის რაღაც მცირე ნაწილი, რომელსაც უფრო მეტად ვეზიზღები, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი. პირდაპირ გეუბნებით, არიან ასეთი ამომრჩევლებიც, მაგრამ ამ კოალიციურ გუნდს ვუყურებ როგორც საწინდარს უდიდესი წარმატებისა მომავალში”, – განაცხადა ნიკა მელიამ.