ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების მცირე ჯგუფს უნდოდა, მესამე დღეს ციხე გამეტეხა
ნიკა მელია - „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების მცირე ჯგუფს უნდოდა, მესამე დღეს ციხე გამეტეხა

„ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების მცირე ჯგუფს უნდოდა, მესამე დღეს ციხე გამეტეხა, მე გაუაზრებელ ნაბიჯს ნამდვილად არ გადავდგამ, რადგან მაქვს პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების მცირე ნაწილი, რომელიც მთხოვდა, რომ მაგალითად, ერთ დღეში გამეთავისუფლებინა მიხეილ სააკაშვილი და ამ მცდელობაში მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ დამეყენებინა და საპროტესტო მოძრაობა მრავალი თვით, სულ მცირე, დამესამარებინა. თუ ამას გულისხმობთ იმაში, რომ პარტიის მომხრეები არ მეთანხმებიან, ამაზე მე ვთქვი, რომ გაუაზრებელ ნაბიჯს ნამდვილად არ გადავდგამ.  მაქვს პასუხისმგებლობა ჩემს მეგობრებთან ერთად, არ მინდა, რომ დავასამარო მათი იმედი და იმის ალბათობაც, რომ რეჟიმი შეიცვალოს. ჩემს არაცივი გონებით გადადგმულ ნაბიჯს ეს აუცილებლად მოჰყვებოდა. არის მცირე ჯგუფი ამომრჩევლების, რომელსაც უნდოდა, რომ მესამე დღეს გამეტეხა ციხე“, – განაცხადა მელიამ.

ამასთან, ნიკა მელიამ ისაუბრა გეგმებზე, რომელიც მისი თქმით, პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს შესასრულებელი.

„პირველი ეს არის საკონსტიტუციო ცვლილებები. შეიძლება, ვიღაცას ყურს ჭრიდეს და ფიქრობდეს, რა დროს საკონსტიტუციო ცვლილებებზეა საუბარი, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ტყვეობაშია. არა, ეს მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის მიხეილ სააკაშვილის დახსნის ერთ-ერთი გზა. თუ „ქართული ოცნება“ ამ ცვლილებებს არ მიიღებს უახლოეს პერიოდში, ჩვენ, ოპოზიცია, განსაკუთრებით საპარლამენტო ოპოზიცია ადეკვატურ გადაწყვეტილებას მივიღებთ. იქნება ახალი, დამატებითი პლატფორმა, საიდანაც სხვა საპროტესტო მოძრაობაც დაიწყება, მაგრამ უნდა ვაიძულოთ, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო მეგობრების დახმარებით. კელი დეგნანის დღევანდელი განცხადება, შემთხვევით კი არ ახსენა „ტირანია“. ამ საკითხზე კი, გააკრიტიკა კობახიძემ, თითქოს დეგნანს წამოსცდა.

მჯერა, რომ ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები იქნება. შეიძლება, ბევრმა ადამიანმა მკითხოს, რატომ ვარ ასე დარწმუნებული. მე ხომ ვიცი, კულისებს მიღმა რას ვაკეთებ და როგორ ვემზადებით, ხო? საპროტესტო მოძრაობას სჭირდება რესურსებით გაძლიერება. მზად უნდა შეხვდე საპროტესტო დიდ მოძრაობას, რომ ბოლოში გაიყვანო, მაგრამ ისე გააკეთო ეს, რასაც პირველივე დღიდან ვაკეთებთ – არაძალადობრივად, მწვავედ, მაგრამ სიმრავლით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.