ნიკა მელია - მთავარია, შევთანხმდეთ და ოპოზიცია გავიშალოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით
ნიკა მელია - მთავარია, შევთანხმდეთ და ოპოზიცია გავიშალოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით

მთავარია, შევთანხმდეთ და ოპოზიცია გავიშალოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით, სისტემაში მოყვანილი გეგმით დავიწყოთ ის პროცესი, რომელიც დასრულდება გამარჯვებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ოპოზიცია შეთანხმდება გეგმაზე, რომელიც დაფუძნებული იქნება აქტიურობასა და უკომპრომისო ბრძოლაზე.

„როდესაც ვამბობ უკომპრომისო ბრძოლას, აქ არ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ აქციები. იქნება ესეც და იქნება სხვადახვა ფორმები ხალხთან ურთიერთობაც, იქნება სოფელ-სოფელ სიარული თუ სხვა. მთავარია შევთანხმდეთ და ოპოზიცია გავიშალოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და სისტემაში მოყვანილი გეგმით დავიწყოთ პროცესი, რომელიც დასრულდება გამარჯვებით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.