ნიკა მელია - მოსახლეობას აინტერესებდა, რომ მოვალთ, დავჩაგრავთ? რადგან გამოყოლილი აქვთ ეს განცდა
ნიკა მელია - მოსახლეობას აინტერესებდა, რომ მოვალთ, დავჩაგრავთ? რადგან გამოყოლილი აქვთ ეს განცდა

2017 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყო, ეს ადამიანები იქით იყვნენ და ამის დამსახურებით ავდექით ფეხზე, – ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ვანო მერაბიშვილმა დღეს გამოაცხადოს, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, ნახავთ, რა მხარდაჭერა დაემატება „ნაციონალურ მოძრაობას“ და რა დააკლდება „ქართულ ოცნებას“.

„ახლა გამოვლენ ვიღაცები და იტყვიან, კეზერაშვილისა და მერაბიშვილის აქეთ ყოფნა არ სჯობს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილისკენ რომ იყვნენო?! – მაპატიეთ, მაგრამ 2017 წელს, როდესაც პარტია გაიყო, ეს ადამიანები იქით იყვნენ და ამის დამსახურებით ავდექით ფეხზე. ვანო მერაბიშვილმა რომ გამოაცხადოს, რომ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, დაგანახებთ, რა მხარდაჭერა დაემატება ენმ-ს და რა დააკლდება „ქართულ ოცნებას“, ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვიცი.

ჩვენ არაერთი კარგი და კვალიფიციური პროგრამა გვქონია, მაგრამ ჩვენი გზავნილები საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილთან არ მიდიოდა, 20% არც კითხულობდა. მოსახლეობას აინტერესებდა, რომ მოხვალ დამჩაგრავ?  რადგან გამოყოლილი აქვთ ეს განცდა და ემოცია. მისთვის მნიშვნელოვანია რუსული რეჟიმის დამარცხება. 85 პროცენტი რომ არის დასავლეთის მომხრე როგორც იდეის, ახლა ფსევდო პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის დავალებით რომ ცდილობს, საზოგადოებას ასე შესთავაზოს ევროპულობა თუ რუსულობა, თუ ქართველობა, ევროპელობა და ქართველობა ერთი და იგივეა. როდესაც შენ გხედავენ და გიყურებენ, რომ რაღაც ფარდის უკან ის ადამიანები არიან, რომელთა გამო შენ მიხვედი და „ქართულ ოცნებას“ მიეცი ხმა 2012 წელს, დღეს შენი თავის გრცხვენია, ეს როგორ დამემართა 2012 წელს მაგალითად, წულუკიანს ხმა როგორ მივეცი, გეუბნება, იმიტომ მივეცი, რომ ეს კონკრეტული ადამიანები მაშინ მართვის სადავეებთან იდგნენ და დღეს პარტიას მართავენ. არჩევნების შემდეგ მქონდა ამ ადამიანებთან კომუნიკაცია. ნებისმიერი ადამიანი დაინახავს და დარწმუნება, რომ პოლიტიკური ლიდერობა და პარტიული თანამდებობა უმნიშვნელოა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.