ნიკა მელია - მჯერა, „გირჩის“ სიით გასული არც ერთი დეპუტატი გაყალბებულ პარლამენტში არ შევა
ნიკა მელია - მჯერა, „გირჩის“ სიით გასული არც ერთი დეპუტატი გაყალბებულ პარლამენტში არ შევა

მჯერა, რომ „გირჩის“ სიით გასული არც ერთი დეპუტატი ამ გაყალბებულ პარლამენტში არ შევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კონფლიქტები პარტიებში მომხდარა, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“, მაგრამ „ამით პოლიტიკური ცხოვრება არ სრულდება“.

„ვიმედოვნებ და მჯერა, რომ ეს არის პოლიტიკური პარტიის შიდა პრობლემები, რომლებიც უბრალოდ არასწორ დროს, არასწორ დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში ამობუყბუყდა ზედაპირზე.

მჯერა, რომ „გირჩის“ სიით გასული არც ერთი დეპუტატი ამ გაყალბებულ პარლამენტში არ შევა. თუმცა სამწუხაროა, მე თითოეულ მათგანს ვიცნობ, პატივს ვცემ. მსგავსი კონფლიქტები მომხდარა სხვადასხვა პარტიებში, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვადასხვა ეტაპებზე, მაგრამ ამით პოლიტიკური ცხოვრება არ სრულდება. სამწუხაროა, დასანანია რომ ეს ყველაფერი მოხდა და მოხდა ახლა, მაგრამ ყველაფერი არის მოგვარებადი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

სოციალურ ქსელში დღეს ზურაბ ჯაფარიძის განცხადება გავრცელდა, რომ „იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებს“.