ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილი გარეთ და შემდეგ ხელისუფლების ცვლილება ბევრად რთული ამოცანაა, ამიტომ პირიქით უნდა მოხდეს
ნიკა მელია - მიხეილ სააკაშვილი გარეთ და შემდეგ ხელისუფლების ცვლილება ბევრად რთული ამოცანაა, ამიტომ პირიქით უნდა მოხდეს

მიხეილ სააკაშვილი გარეთ და შემდეგ ხელისუფლების ცვლილება ბევრად რთული ამოცანაა, ამიტომ პირიქით უნდა მოხდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, დიდი გამარჯვებები მოკლე ვადაში არ მოდის და მას დრო სჭირდება.

„მიხეილ სააკაშვილი გარეთ და შემდეგ ხელისუფლების ცვლილება, ეს ბევრად უფრო რთული ამოცანაა. ამიტომ პირიქით უნდა მოხდეს, რადგან რეჟიმს მტკიცედ აქვს წარმოდგენილი, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება თავისთავად ნიშნავს რეჟიმის ცვლილებას. მიხეილ სააკაშვილისთვის საკნის კარის გაღება და ხელისუფლების რეჟიმის დაუყოვნებლივი ცვლილება, რეჟიმ ჩეინჯი გარდაუვალია, გარდაუვალია ბევრი მიზეზის გათვალისწინებით. გარეთ აქტიურობა იქნება, გარეთ აქტიურობა აქტიურობისთვის არ არის. ვიღაცის გული მოვიგო და ერთი საათით ადამიანები ვაყვირო შეძახილებით, შედეგზე ორიენტირებული ეს პროცესი არაა. მე მზად ვარ კრიტიკისთვის, მე მაქვს ჩემი ხედვა, უბრალოდ ზუსტად ვიცი, რომ  დიდი გამარჯვებები არ მოდის მოკლე ვადაში, არ მოდის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ამასთან, მელიამ აღნიშნა, რომ 8 ნოემბრის აქციის დროს ძალიან ახლოს იყვნენ შეცდომის დაშვებასთან და ასეთ შემთხვევაში მომდევნო ექვსი წელი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თეორიული შანსიც არ იქნებოდა.

„ძალიან ახლოს ვიყავით შეცდომის დაშვებათან. ერთი საათით დაგვიანებით ჩავედი 8 ნოემბრის აქციაზე, რადგან თავში მიტრიალებდა რამდენიმე აზრი, რა უნდა გამეკეთებინა, არ დაგიმალავთ, მადლობა ღმერთს, რომ ის გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც მივიღე. ჩემთვის რთული იყო ძალიან, როდესაც ორი საათით ადრე შენ გაიგე, რომ ადამიანი მოიტაცეს, ისიც ვერ გაიგე, ვერტმფრენით წაიყვანეს, მანქანით წაიყვანეს, სად წაიყვანეს, არ გვეუბნებოდნენ, ერთი საათით დაგვიანებით ჩავედი და საერთოდ ხვა გადაწყვეტილება მქონდა 40 წუთით ადრე მიღებული. შემდეგ ვიწრო წრეში მოთათბირების შემდეგ მივიღე ის გადაწყვეტილება, რაც მივიღე. მადლობა ღმერთს, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე, არც მე ვიჯდებოდი აქ და ძალიან ბევრი ადამიანი, ასობით ადამიანი დღეს დაპატიმრებული იქნებოდა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თეორიული შანსიც არ იქნებოდა მომდევნო ექვსი წელი, ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა ნიკა მელიამ „ფორმულას“ ეთერში.

ნიკა მელიას თქმით, ეჭვგარეშეა, რომ მიხეილ სააკაშვილს ციხეში დიდ ხანს ყოფნა არ მოუწევს.

„ამ გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ის იქნებოდა ემოციური გადაწყვეტილება. კარგს ვერაფერს მოვუტანდი ვერც ამ ქვეყანას…მივწერე კიდეც მიშას წერილი რომ მოვიკითხე. მაშინ მართლა ექვს წელს მოახდევინებდნენ. ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის მიერ თავიდან ბოლომდე ვადის მოხდა იქნებოდა გარდაუვალი, მასთან ერთად, პრაქტიკულად ყველა ლიდერი ვინც ვიყავით, ჩემზე საერთოდ საუბარი არ არის, უბრალოდ სისხლი დაიღვრებოდა, გვამები იქნებოდა იმ დღეს რუსთაველის გამზირზე, გვამები იქნებოდა და ამის ერთ-ერთი ავტორი ვიქნებოდი მე. როგორ გგონიათ, მიხეილ სააკაშვილთან ან საკანში ან მოსანახულებლად გვარამიას ან პირად ექიმს შეუშვებდნენ? თავიდან ბოლომდე მოაქცევდნენ ადამიანს იზოლაციაში, უკვე ლეგიტიმურად. იტყოდნენ, რომ ის ადამიანი სახელმწიფოს ატრიალებდა ციხიდან “, – აღნიშნა ნიკა მელიამ.

დატოვე კომენტარი