ნიკა მელია - ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დაქოქილი თოჯინაა
ნიკა მელია - ირაკლი კობახიძე პოლიტიკური დაქოქილი თოჯინაა

ოპოზიციონერი დეპუტატი ნიკა მელია პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პოლიტიკურ დაქოქილ თოჯინას უწოდებს.

ნიკა მელიას განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყოს ან „ქართულ ოცნებას“ რეალური დეპუტატები ჰყავდეს, საგანგებო სხდომას მოიწვევდნენ და მთავრობის გადაყენების საკითხს მოითხოვდნენ.

„ირაკლი კობახიძის სახით პოლიტიკური დაქოქილი თოჯინა დავინახეთ. ერთი და იმავე გზავნილებით თავს იწონებს. ეს არის პროცესი, როცა თოჯინა ერთსა და იმავე მოქმედებებს აკეთებს, სანამ დაქოქილია. კალენდარზე 2018 წელია და წინა წლებზე საუბრობს. ქვეყანაში არის უდიდესი პრობლემა, რაც არაფორმალურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს უკავშირდება და ყველა რეზონანსულ საქმეს ფარდა აეხადა. კერძოდ, მტკიცებულებები წამებითა და ცემა-ტყეპით როგორ მოიპოვეს. კობახიძე ივანიშვილს კოჭს უგორებს, რადგან მის მიერ ეს ადამიანები ფინანსდებიან. ბიუროს სხდომაზე გაკეთებული განცხადებების გამო, მის სასახლეზე ერთი სართული დაშენდება. განა ვერ ხვდებიან, რომ ქვეყანაში პრობლემაა? – იციან, მაგრამ სიმართლე რომ თქვან, მათ ივანიშვილი დაურეკავთ და არ იქნებიან იქ, სადაც არიან. ფარცხალაძის სარდაფი მოქმედებს და სადაც ფარცხალაძის მსხვერპლი ყიფიანი აღმოჩნდა, კობახიძე რატომ არ იქნება. როცა შიდა გუნდური გარჩევები მიმდინარეობს, მათ ისე გაუსწორდებიან, როგორც ყიფიანს“, – განაცხადა მელიამ.