ნიკა მელია - იმაზე მალე შემოვა ქართველი ხალხის ძალაუფლება პარლამენტში, ვიდრე ეს „ქართულ ოცნებას“ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოუდგენია
ნიკა მელია - იმაზე მალე შემოვა ქართველი ხალხის ძალაუფლება პარლამენტში, ვიდრე ეს „ქართულ ოცნებას“ ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოუდგენია

დღეს საქართველოში დასრულებული სახე მიეცა რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას და რა თქმა უნდა, ეს გამოიხატება ქართული სახელმწფოს მკვლელობით, საქართველოს მოქალაქის და სახელმწიფოს თავისუფლების მკვლელობის სახელით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ, პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, ბევრი დრო არ დარჩა, როდესაც ამ შენობაში, ამ დარბაზში, ამ სანოტარო ბიუროს ნაცვლად განთავსდება საქართველოს პარლამენტი.

„აქ განთავსდება ქართველი ხალხის მიერ გამორჩეული მისი ნამდვილი წარმომადგენელი და ის პარლამენტი, რომელიც ჩვენი ეროვნული ორგანო იქნება და არა რომელიმე ოლიგარქის ხუშტურებს დამორჩილებული, ღირსებააყრილი რაღაცა კანტორა. სულ ცოტა დრო რჩება, ვიდრე ქართველი ხალხი დაიბრუნებს საქართველოს პარლამენტს და მისი მეშვეობით დაუბრუნებს თავის ქვეყანას. ცოტა დრო რჩება, ვიდრე ქართველი ხალხი შემოვა აქ ამ დარბაზში, ამ შენობაში, თავის შენობაში, როგორც სუვერენული ხალხი, შემოვა, როგორც ამ ქვეყნის მომავალის უპირველესი განმსაზღვრელი, როგორც ამ ქვეყნის მცხოვრების მთავარი ამწყობ-დაბწყობი. რამდენიმეს გაგეღიმათ და მესმის, რომ ეს არის სიმწრის ღიმილი. იმაზე მალე შემოვა ქართველი ხალხის ძალაუფლება საქართველოს პარლამენტში, ვიდრე ეს თითოეულ თქვენგანს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოგიდგენია. დღეს საქართველოში დასრულებული სახე მიეცა რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას და რა თქმა უნდა, ეს გამოიხატება ქართული სახელმწფოს მკვლელობით, საქართველოს მოქალაქის, სახელმწიფოს თავისუფლების მკვლელობის სახელით და ივანიშვილი თქვენი მეშვეობით აყალიბებს, განამტკიცებს რუსულ რეჟიმს ქართულ მიწა-წყალზე ყველა თავისი ატრიბუტით“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ივანიშვილის მეშვეობით მთავრობის წარმომადგენლები ფეხქვეშ თელავენ ქართულ სახელმწიფოს, მის სადამფუძნებლო ღირებულებებს, კონსტიტუციას, ინსტიტუტებს, დაწერილ თუ ტრადიციულ კანონებს, მოქალაქეობრივ უფლებებს.

„ისინი იმ მრავალსაუკუნოვან ერთობლივ ბრძოლის მონაპოვარს თელავენ, რომელსაც ჩვენი საერთო სამშობლო ჰქვია. თელავთ იმ საერთო სამშობლოს, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს. თქვენ ამ სამშობლოს აბრუნებთ რუსული კოლონიისა თუ გუბერნიის მდგომარეობაში. თქვენ ემორჩილებით რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს აქ ქართულ მიწა-წყალზე, რადგან უარს ამბობთ საკუთარ პიროვნულ მოქალაქეობრივ სუვერენობაზე და თანმხდებით ივანიშვილის მარიონეტობაზე. ამას თანხმდებით თქვენ და არა ჩვენ, თანხმდებით თქვენ და არა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი. კარგად მესმის, და თქვენ ადგილზე რომ ვიყო, არ მესიამოვნებოდა ამის მოსმენა, მაგრამ ის, რომ თქვენ ადგილზე არ ვარ, ღმერთმა დამიფარა და ამავე დროს დაიფარა ასი ათასი ქართველი. დიახაც, არც ერთი მრავალსაუკუნოვანი საქართველოს ისტორიის მანძილზე არ არსებობს ფაქტი, მოღალატეს უთქვამს, რომ ის არის მოღალატე, შადიმანს უთქვამს, რომ ის არის შადიმანი. რამდენი მოღალატეობრივი აქტის შესახებ გსმენიათ, რამდენი ადამიანის სახელი და გვარი იცით, რომელსაც ზურგი უქცევია ქართული სახელმწიფოსთვის, მაგრამ გახსოვთ რომელიმე მათგანი მაინც, რომელსაც თანამედროვეობაში ეთქვა, რომ მე ვარ მოღალატე – არა თქვენსავით ქილიკობდნენ და ცდილობდნენ დანაშაულის დაფარვას. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და კიდევაც გავიმარჯვებთ. მაგრამ თქვენი ადგილი რჩება ისტორიის უბნელეს მხარეს. თქვენი ადგილი რჩება, ცხაკაია-ორჯონიკიძესთან, როდიანოვ-ლებედთან, გავრილოვ-პუტინთან, ჩახალიან-შკრილნიკოვთან, ივანიშვილი და რჩებით გახარიას ანაბარა. გრძელდება საქართველოს ისტორია, თქვენ ამ ისტორიაში თვითონ განსაზღვრეთ საკუთარი პერსონაჟების როგორობა. თქვენი ადგილი არ არის მოარულ და ზნეობრივ მხარეს. თავისუფლებისათვის ბრძოლისა და ამ ბრძოლაში მთავარი ანტიგმირები ხართ თქვენ. ეს არ უნდა გეწყინოთ. მეც ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ამ სიტყვის წარმოთქმის აუცილებლობა არ მქონოდა. ამდენი მოღალატე არსებობს საქართველოს ისტორიაში და ისტორიულ ცნობებს საუკუნეებში უცურავია და დღემდე ჩვენთან მოსულა. ორჯონიკიძეს ეგონა, რომ ის არის მოღალატე. არის მწარე სიმართლე, რომელიც ზოგჯერ თვალსაც კი თხრის. მაგრამ თქვენ გაქვთ შანსი, რომ გამოასწოროთ, დადგეთ იქ, სადაც ისტორიულად უნდა დგებოდეს პატრიოტი ადამიანი, ნათელი და თავისუფალი საქართველო არის ჩვენი მომავალია და არა ის უბნელესი აწმყო, რომელიც გიკავიათ თქვენ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ისტორია გრძელდება და ამ ისტორიამ ადგილი უკვე გამოყო  – გავრილოვი და კრემლი.

„ბევრი რამ შემეძლო და მსურს კიდევ გითხრათ, მაგრამ ამის თქმა მინდა დღეს თქვენთვის მეტი არაფრის. გამოწვევა თქვენ მიიღეთ ქართული საზოგადოებისგან და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თქვენი ადგილი იმ ადამიანების რიგებშია, დაწყებული ციციანოვიდან დამთავრებული გახარიათი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.