ნიკა მელია - გამოვალ და ალეკო ელისაშვილს, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს სათანადო ყურადღებას მივაქცევ, რადგანაც „ქართული ოცნება“ და ეს ბატონები ჩემთვის ერთი და იგივე არიან
ნიკა მელია - გამოვალ და ალეკო ელისაშვილს, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს სათანადო ყურადღებას მივაქცევ, რადგანაც „ქართული ოცნება“ და ეს ბატონები ჩემთვის ერთი და იგივე არიან

ვუყურებ ალეკო ელისაშვილს, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს და „ქართული ოცნების“ დეპუტაციას, ბედნიერები არიან, ფიქრობენ, რომ ბედისწერა მათით დაინტერესდა, გამოვალ და სათანადო ყურადღებას მაგათაც მივაქცევ, რადგანაც ჩემთვის „ქართული ოცნება“ და ეს ბატონები ერთი და იგივე არიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „მთავარ არხს“ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განუცხადა.

​„მინდა, გამოვეხმაურო სასოწარკვეთილ კამპანიას, რომელსაც ეწევა „ქართული ოცნება“, მაგრამ არაფერი გამოსდის; რომელშიც ჩართეს ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი. ამ ადამიანებს, თავად თავს რომ ასაღებენ ოპოზიციონერებად, რატომ არ ეუხერხულებათ, რა შუაში არიან ოპოზიციასთან.

ეს ადამიანები ამბობენ, თითქოს უარი რომ განვაცხადე, მიმეღო ინდულგენცია და გამოსასყიდის თანხა არ ჩავარიცხინე ევროკავშირს, ამის შემდეგ ამოქმედდა ამნისტიის სათადარიგო მექანიზმი“, – აცხადებს ნიკა მელია.

მელიას თქმით, პრინციპებს არ გადაუხვევს და საკუთარ იდეასთან მიმართებით ურყევი იქნება.