ნიკა მელია - ევროსასამართლომ ხელისუფლებას კონკრეტული კითხვები დაუსვა ჩემს საქმეზე და ამ ყველა კითხვას მალე პასუხს გასცემს სტრასბურგის სასამართლო
ნიკა მელია - ევროსასამართლომ ხელისუფლებას კონკრეტული კითხვები დაუსვა ჩემს საქმეზე და ამ ყველა კითხვას მალე პასუხს გასცემს სტრასბურგის სასამართლო

ევროსასამართლომ ხელისუფლებას კონკრეტული კითხვები დაუსვა ჩემს საქმეზე და ამ ყველა კითხვას მალე პასუხს გასცემს სტრასბურგის სასამართლო, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, სიმართლე მის მხარესაა და საქმე აუცილებლად დასრულდება სიმართლის გამარჯვებით.

„21 აპრილს დაუსვა ევროსასამართლომ ხელისუფლებას კონკრეტული კითხვები ჩემს საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ ეს დამალეს, რადგან არ აწყობდათ. მაშინ მე ციხეში ვიყავი და ეს ამბავი ბუნებრივია, ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ იქნებოდა მათთვის საზიანო. ხელისუფლებამ, რომელმაც ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სათადარიგო კარებიდან გიშვებს და ამას კადრულობს, ეს რა გასაკვირია. ეს არის საქმე, რომელიც აუცილებლად დასრულდება სიმართლის გამარჯვებით. უნდა თუ არა უნდა ეს ხელისუფლებას, სიმართლე ჩემს მხარეს იქნება. ანტისაოკუპაციო აქციაზე რაც მათ იკადრეს, მერე დააპირეს დაპატიმრება ოპონენტების, ამის გასაღება უნდოდათ მართლმსაჯულების სახელით. ეს ყველაფერი სამართლიანობას უკავშირდება. ამ ყველა კითხვას ძალიან მალე პასუხს გასცემს სტრასბურგის სასამართლო, თუმცა მანამდე სხვა საკითხები იქნება ქვეყანაში, შიგნით მოსაგვარებელი, რომელიც სჭირდება ამ რეჟიმის დემონტაჟს და ძალინ მძლავრ რელსებზე სახელმწიფო შენებას, წინსვლას, ეს არი ახლა ამოცანა. ჩვენ ვერ ვიქნებით კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული“, – განაცხადა ნიკა მელიამ.