ნიკა მელია - დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ბევრი დეპუტატისთვის ჩემს დაპატიმრებაზე თანხმობა იოლი არ იქნება 
ნიკა მელია - დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ბევრი დეპუტატისთვის ჩემს დაპატიმრებაზე თანხმობა იოლი არ იქნება 

მინდა, მოვუწოდო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს 76 ხმა სჭირდება, რომ იმუნიტეტი მოგიხსნან და დაპატიმრება შეძლონ, დარწმუნებული ვარ, ბევრი ღელავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის არ არის ადამიანურად სასიამოვნო მოვწონვარ, არ მოვწონვარ სხვა საკითხია, ბევრ ადამიანის წინა ცხორებიდანაც ვიცნობ და ემოციურად რთული იქნება. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ბევრი დეპუტატისთვის ჩემს დაპატიმრებაზე თანხმობა იოლი არ იქნება. ახლა ქუცნაშვილი რომ იქ ყოფილიყო, ორივე ხელით დააჭერდა. მინდა, მივმართო ყველა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, არ იდარდოთ, ვიცი, რომ ცუდ მდგომარეობაში ჩაგაგდოთ ივანიშვილმა, ეს პირველად არ არის და არც უკანასკნელად თქვენ ცხოვრებაში. ვიცი, რომ თქვენც ტყვეობაში ხართ ბიძინა ივანიშვილის მმართველობაში. მე პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ მაქვს თქვენთან. ვარ ბრძოლაში და ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი იბრძვის იმ წყობასთან, რომელიც ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილის მმართველობის შემდეგ. არც პირველი პატიმარი ვარ, ნუ იფიქრებთ, რომ ეს ბრძოლა შენელდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტისგან თანხმობას ითხოვს. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.  მელია ხვალ დაბარებულია  საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მისთვის ბრალდების წარდგენის მიზნით. გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, უკვე აცნობა საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის წევრის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მიმართა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოსაყენებლად თანხმობის მიღების წინადადებით.

დატოვე კომენტარი