ნიკა მელია - დარწმუნებული ვარ, კალაძემ, კობახიძემ და სხვებმა ჩემზე უკეთ იციან, რომ დამარცხდებიან, უნდა აღიარონ, რომ ოპოზიცია წელს იმარჯვებს
ნიკა მელია - დარწმუნებული ვარ, კალაძემ, კობახიძემ და სხვებმა ჩემზე უკეთ იციან, რომ დამარცხდებიან, უნდა აღიარონ, რომ ოპოზიცია წელს იმარჯვებს

დარწმუნებული ვარ, ბატონმა კალაძემ, კობახიძემ და სხვებმა ჩემზე უკეთ იციან, რომ ისინი დამარცხდებიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ აქტიურობა წინასაარჩევნო პერიოდში ოპოზიცია, მელია აცხადებს, რომ ამ საკითხზე მმართველი პარტიის წევრები არ უნდა ღელავდნენ.

„აქტიურები თუ არ ვართ „ქართული ოცნება“ რატომ უნდა ღელავდეს? რატომ ღელავს კობახიძე და კალაძე თუ იციან, რომ ჩვენ არ ვართ აქტიურები. დღევანდელი, გუშინდელი, გუშინწინდელი და ყოველდღიური შეხვედრები რას ნიშნავს? დარწმუნებული ვარ, ბატონმა კალაძემ, კობახიძემ და სხვებმა ჩემზე უკეთ იციან, რომ ისინი დამარცხდებიან და ამით იძულებულნი იქნებიან, ჩაატარონ ბრიფინგი და თქვან, ვერ ავიღეთ შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი და ამიტომ ჩაინიშნება ვადამდელი არჩევნები. უნდა აღიარონ, რომ ოპოზიცია წელს იმარჯვებს“, – განაცხადა მელიამ.