ნიკა მელია - ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს 18-დან 24 წლამდე 330 000 ახალგაზრდა, ამ სეგმენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 4 პროცენტი აქვს მხარდაჭერა, რაც ძალზედ მცირეა
ნიკა მელია - ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს 18-დან 24 წლამდე 330 000 ახალგაზრდა, ამ სეგმენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 4 პროცენტი აქვს მხარდაჭერა, რაც ძალზედ მცირეა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე ელექტორალური ბაზა მთლიანად შეიცვალა.

მისივე თქმით, საქართველოში ცხოვრობს 18-დან 24 წლამდე ასაკის 330 000 ახალგაზრდა და ამ სეგმენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდაჭერა აქვს 4 პროცენტი, რაც ძალიან მცირეა.

„არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ პარტიაში არიან ასევე მეგობრები, რომლებთანაც საუბარი მნიშვნელოვანია. 2012 წლიდანვე არიან ადამიანები, ვისაც ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლა უნდოდა, მაგრამ ბევრი არაფრის შეცვლა უნდოდა და მხოლოდ 2003-2012 წლის „ნაციონალური მოძრაობა“ უნდათ, იხილონ. ჩვენ გაცილებით მეტი და სხვა რამ გვინდა, ვიხილოთ. ამასობაში, 2012 წლიდან დღემდე ელექტორალური ბაზა მთლიანად შეიცვალა. ახალი თაობა წამოვიდა და ჯამში შეადგენს 500 000 ახალგაზრდას. სიმართლე უნდა ვთქვა, 330 000 ახალგარზდაა 18-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დღეს საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს 18-დან 24 წლამდე 330 000 ახალგაზრდა. ამ სეგმენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარდაჭერა აქვს მხოლოდ 4 პროცენტი, რაც არის ძალზედ, ძალზედ მცირე. ამიტომ ჩვენ ერთი და იგივე ერთნაირად თუ ვაკეთეთ, თუნდაც ყველამ ერთად, შედეგი ქნება იგივე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მელიას განმარტებით, არ შეიძლება, ერთი და იგივე ინსტრუქციებით, ერთი და იგივე დამოკიდებულებით ესაუბრებოდნენ წლების განმავლობაში ამომრჩევლებს, იქნება ეს პასიური, თუ აქტიური ამომრჩეველი.

„ამ სეგმენტის თუნდაც დაშინება, თუნდაც დაშანტაჟება, დაყოლიება ხელისუფლების მხრიდან ყველაზე რთულია. ბევრი მათგანი არჩევნებზე საერთოდ არ დადის. მივიღეთ გადაწყვეტილება და ვქმნით ძლიერ ინსტიტუტს პარტიის შიგნით, სტრუქტურირებულს, ახალგაზრდულ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელიც არ გვქონია. ცალკე ინფრასტრუქტურა იქმნება მათთვის და მე დარწმუნებული ვარ, ამ პარტიაში ჩვენი გუნდის თითოეული ახალი წევრი, მხედველობაში მაქვს როგორც ახალგაზრდა, ისე ძველი, გამოცდილიც, მაგრამ ახლა ახალგაზრდებზე ვსაუბრობთ, ბევრ თავის ახლობელს დააინტერესებს პოლიტიკით“, – განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში.