ნიკა მელია - აუცილებელია ყველა იმ გეგმის რეალიზება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებმა შემოგვთავაზეს
ნიკა მელია - აუცილებელია ყველა იმ გეგმის რეალიზება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებმა შემოგვთავაზეს

აუცილებელია ყველა იმ გეგმის რეალიზება, რომელიც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა შემოგვთავაზეს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიუსელში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები „ევროპის სახალხო პარტიის“ სამიტს ესწრებიან და EPP-ის ლიდერებთან შეხვედრებს გამართავენ.

„აუცილებელია ყველა იმ გეგმის რეალიზება, რომელიც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა შემოგვთავაზეს. ეს გეგმა ევროპარლამენტის რეზოლუციაშია მოცემული და ქმედითი ნაბიჯებით რეალიზება სჭირდება.

ეს ქმედითი ნაბიჯები საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას. პარტნიორებმა ხელი გამოგვიწოდეს და თუ ვიმუშავებთ, მაშინ ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესება შესაძლებელი გახდება“,- განაცხადა მელიამ.