ნიკა მელია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე დადგენილებას არეგისტრირებს
ნიკა მელია აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე დადგენილებას არეგისტრირებს

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უკრაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე დადგენილებას არეგისტრირებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„მაშინ, როდესაც ევროპული ქვეყნების არაერთმა პარლამენტმა მიიღო უკვე დადგენილება აღიარებისა გენოციდის თაობაზე უკრაინაში, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, რომლიც ადგილზე იყო ჩასული და ნახა, როგორ არის დახვრეტილი ხალხი, ხელებშეკრულები ფეხმძიმე ქალები, ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები, ვერ ბედავს, თქვას, რა მოხდა სინამდვილეში.

აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში დღეს არეგისტრირებს დადგენილებას გენოციდის აღიარების თაობაზე უკრაინაში. ეს უნდა გახდეს მორიგი ლაკმუსის ქაღალდი ბიძინა ივანიშვილისთვის და იგივე, შალვა პაპუაშვილისთვის. ბუნებრივია, ეს არ იქნება იურიდიული და სამართლებრივი დეტალების გამორკვევის პროცესი. ეს იქნება პოლიტიკური შეფასება – კი ან არა. ან ნანახმა ბუჩაში დაარწმუნა „ქართული ოცნება“, რომ იქ ნამდვილად არის გენოციდი ან ისინი ამ ყველაფერს უარყოფენ, კვლავ ევტუშენკოვების გვერდით დგებიან ან დგებიან დანარჩენი ცივილიზებული სამყაროს გვერდით, არჩევანი არის „ქართულ ოცნებაზე“, – განაცხადა ნიკა მელიამ.