ნიკა მელია აცხადებს, რომ ალტერნატიული პარლამენტის ინიციატივასთან დაკავშირებით კოალიციაში არ უმსჯელიათ
ნიკა მელია აცხადებს, რომ ალტერნატიული პარლამენტის ინიციატივასთან დაკავშირებით კოალიციაში არ უმსჯელიათ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ კოალიციაში არ უმსჯელიათ „ძლიერი საქართველოს“ ინიციატივაზე ალტერნატიული სახალხო პარლამენტის შექმნასთან დაკავშირებით.

„ხაზარაძეს ჰკითხეთ ყველა ეს საკითხი და გიპასუხებთ. ყველა ის ისაკითხი, იდეა, მოსაზრება, რომელიც მოემსახურება პოზიტიურ ცვლილებებს, იქნება განხილული და გათვალისწინებული. დანარჩენი, ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ გვაქვს ნამსჯელი კოალიციაში“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.