ნიკა მელია აცხადებს, რომ 0,001 პროცენტიც არ არის იმის ალბათობა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს
ნიკა მელია აცხადებს, რომ 0,001 პროცენტიც არ არის იმის ალბათობა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიია თავმჯდომარეობიდან გადადგომას არ აპირებს.

როგორც მელიამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა, პარტიის თავმჯდომარეობიდან მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის ოცნება, რომელსაც ნამდვილად არასდროს ავუხდენ. არანაირად რეალობას არ შეესაბამება, 0,001 პროცენტიც არ არის ამის ალბათობის. რაც შეეხება განსხვავებულ აზრს, ეს უნდა იყოს პარტიაში და ამით ვამაყობთ. ჩემი თავმჯდომარედ არჩევის პირველივე წუთიდან განსხვავებული აზრი არსებობდა პარტიაში, ეს ნორმალურია და ასე უნდა იყოს. , – განაცხადა მელიამ.