ნიკა მელია - 2020 წელს საერთო ოპოზიციური დეპუტაცია საკმარისი რომ გამხდარიყო კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია შეძლებდა მთავრობის დაკომპლექტებას
ნიკა მელია - 2020 წელს საერთო ოპოზიციური დეპუტაცია საკმარისი რომ გამხდარიყო კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია შეძლებდა მთავრობის დაკომპლექტებას

2020 წელს საერთო ოპოზიციური დეპუტაცია საკმარისი რომ გამხდარიყო კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია შეძლებდა მთავრობის დაკომპლექტებას, რადგან იყო ძალიან ჭრელი, ეკლექტური დეპუტაცია ოპოზიციიდან შესული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

ნიკა მელიამ უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას: „თქვენ თქვით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიით პოლიტიკურად მდგრადი ადამიანები უნდა შევიდნენ მომავალში, ვერავინ უნდა გაბედოს, რომ სავარძლებით და მანდატებით იყიდონ ისინი. ვინ იგულისხმეთ?“.

ნიკა მელიას თქმით, მისი მთავარი ამოცანაა, მომავალში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია იყოს იმდაგვარი, რომ ამომრჩევლების, პარტიის მხარდამჭერების წინაშე იყვნენ პირნათელი.

„2020 წელს საერთო ოპოზიციური დეპუტაცია, ამ გადმოსახედიდან ეს შთაბეჭდილება მაქვს, საკმარისი რომ გამხდარიყო კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ოპოზიცია შეძლებდა მთავრობის დაკომპლექტებას, რადგან იყო ძალიან ჭრელი, ეკლექტური დეპუტაცია ოპოზიციიდან შესული. მე ვისურვე და ამ სიტყვას აუცილებლად შევასრულებ, მიმაჩნია, რომ ჩემი მთავარი ამოცანა თანამებრძოლებთან ერთად არის, მომავალში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტაცია იყოს იმდაგვარი, რომ არავის წლების შემდეგ ეჭვიც კი არ გაუჩნდეს და ამომრჩევლების, ჩვენი პარტიის მხარდამჭერების წინაშე ვიყოთ პირნათელი. ხშირად ხდება, როდესაც პარლამენტში შედიან „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით და შემდეგ იქსაქსება სხვადასხვა მიზეზის გამო. მომავალზე ვსაუბრობ მხოლოდ, წარსულზე არ ვსაუბრობ“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.