ნიკა მელია - 20 ივნისს სიმრავლით გავაპროტესტებთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას, იმოქმედოს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს, თუ არ გაწუხებთ, ძალით ვერ გამოგიყვანთ სახლიდან
ნიკა მელია - 20 ივნისს სიმრავლით გავაპროტესტებთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას, იმოქმედოს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს, თუ არ გაწუხებთ, ძალით ვერ გამოგიყვანთ სახლიდან

მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება და გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ, კვლავ ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს, გინდათ ბიძინა ივანიშვილის მცველები მაღალ თანამდებობაზე? კი ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, თავისუფლება არის შესაძლებლობა, საქართველო გახდეს უკეთესი სახელმწიფო.

„როდესაც ამას გართმევს ოლიგარქი, დაგცინის, გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის და შენც, ევროპელებიც და ამერიკელებიც, თქვენ ყველანი იტყუებით და ბიძინა ივანიშვილი არის მაგარი კაცი, ეს რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა და დააფასეთ, როდესაც ასეთი მდაბიო კომენტარები კეთდება, ამით უნდათ, ფონს გავიდნენ, ეს არ გაუვათ. თუ გვინდა, ჩვენი შვილები და მომავალი თაობები ცხოვრობდნენ დამოუკიდებელ სუვერენულ სახელმწიფოში, მაშინ სჭირდება შესაბამისი მოქმედება და ეს მოქმედება იქნება. ხალხის ფაქტორი იქნება ამოქმედებული.

მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება და გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ კვლავ, ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს, გინდათ ბიძინა ივანიშვილის მცველები მაღალ თანამდებობაზე? კი ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ. ევროპელი პარტნიორები გვეუბნებიან, რომ ვართ მზად და მოგვეცით შესაძლებლობა, ფართოდ გაგიღოთ კარები. ეს ხალხისთვის გასაგები ენით ითქვა. ჩამოწერილია, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. საუბარია დეოლიგარქიზაციაზე, რაც მოიცავს ყველაფერს, არ არის მედიათავისუფლება, არის პოლიტიკური დევნა, არ არსებობს ჯანსაღი ეკონომიკა, არსებობენ პოლიტიკური პატიმრები. დეოლიგარქიზაცია ნიშნავს, რომ ეს პრობლემები ერთ დღეში წყდება, ერთ დღეში იცვლება, თორემ ამ ხელისუფლებას რესურსი რეფორმების გატარების არ აქვს. ამ ხელისუფლებას არ აქვს ნება, გაატაროს წარმატებული დემოკრატიული რეფორები, რატომ? რეფორმებს თუ გაგიტარებ, სამართლიან არჩევნებს ჩაგიტარებ, პოლიტიკურად თუ აღარ გდევნე, თუ ეკონომიკა იქნება ჯანსაღი, რომ ყველა ისარგებლებს, ოლიგარქი ფიქრობს, მე როგორ შევინარჩუნებ მართვის სადავეებს? ამიტომ ქართველი ხალხის ურყევი ნების გარეშე, ოლიგარქი დათმობს თავის ბერკეტებს. ამიტომ არავის შეეშინდეს, არავინ დაკომპლექსდეს, ქართველი ხალხის ნება არის ურყევი“, – განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, 20 ივნისი იქნება დღე, რომელიც საინტერესო იმპულსს მისცემს პოლიტიკურ ცხოვრებას მომდევნო პერიოდში.

„პოლარიზაცია პრობლემა არ არის, პრობლემაა აღრევა ხელისუფლების, პრობლემა არის ის ვერტიკალური მართვა, ოლიგარქიული, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს დანერგილი. ნიკა გვარამია ახლა ციხეში რომ ზის და მიხეილ სააკაშვილი ციხეში რომ ზის, ეს პოლარიზაციის ბრალია? ბიძინა ივანიშვილი რას გთავაზობთ? გთავაზობთ ალტერნატივის სახით, გახდე მისი მართული. თუ იბრძოლებ, წახვალ ციხეში, ის გეუბნება, მოდი ჩემთან, მე ვაკვირდები ადამიანებს, როგორ გაქრნენ და ქრებიან გარშემო. ბიძინა ივანიშვილის მთავარი ამოცანა არის, ფინანსურადაც, რომ საზოგადოებრივ პოლიტიკურ მოძრაობას არ მიეცეს შესაძლებლობა, იყოს მყარად და ადამიანები ვითომც არაფერი, შარშანდელი თოვლივით დნებიან. ეს არის ოლიგარქიული რეჟიმი, ეს პოლარიზაცია კი არ არის. როდესაც ადამიანს, ერთ მშვენიერ დღეს, უნდოდა, მხარდაჭერა აღექვა ოპოზიციისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, გაქრა, ვითომ ვერ იმჩნევს და ვერ ხედავენ, რა ხდება. პოლარიზაციაზე საუბარი თავისუფალი მედიის წარმომადგენლის მხრიდან არის სულ მცირე ვითარების არასწორი შეფასება.

დღეს საქართველო დგას გზაგასაყარზე, გინდა საბჭოთა კავშირი? თუ გრძნობ ამ ყველაფერს, გამოხვალ 20-ში, სიმრავლით გავაპროტესტებთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას, იმოქმედოს ისე, როგორც უნდა იმოქმედოს, თუ არ გაწუხებთ, ძალით ვერ გამოგიყვანთ სახლიდან“, – განაცხადა მელიამ.