ნიკა მელია - 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს
ნიკა მელია - 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა აღარ არსებობს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილი აქცია აღარ გაიმართება.

როგორც მელია აცხადებს, ამ ეტაპზე სხვა რეალობაა.

„ვითარება სრულიად შეცვლილია. რეალობა მოითხოვს სხვა ძალისხმევებს ამ ეტაპზე. რა თქმა უნდა, 15 მაისის აქციის ჩატარების მიზანშეწონილობა ამ ეტაპზე აღარ არსებობს. მგონი, ეს ისედაც ცხადი იყო“, – განაცხადა მელიამ.

ოპოზიციამ 15 მაისის აქცია მარტში დაგეგმა.