ნიკა მელია - შემოვედი ამ დარბაზში, რათა თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ აქედან
ნიკა მელია - შემოვედი ამ დარბაზში, რათა თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ აქედან

მე შემოვედი ამ დარბაზში ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, პარლამენტის ტრიბუნასთან მისასვლელად ემოციური დისკომფორტის დაძლევა მოუწია.

„ყველას, გადაჭარბების გარეშე იქნება ნათქვამი, ძალიან კარგად ესმის, ამ ტრიბუნასთან მოსასვლელად ემოციური დისკომფორტის დაძლევა მიწევს, ეს რომ სხვაგვარად იყოს, ალბათ გასაკვირი იქნებოდა, რადგან ამ დარბაზში მსხდომთა ძალიან დიდმა ჯგუფმა თითი მიაჭირა ღილაკს ორჯერ და პირადად მიიღო მონაწილეობა პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმის ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილებაში. თუმცა ჩემი თქვენგან დასაჭერად გადადებულის დისკომფორტი არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რა დისკომფორტსაც განიცდის დღეს ჩვენი ხალხი და რას გრძნობს ხალხი, რომელიც იძულებულია, ამ თავყრილობას პარლამენტი უწოდოს, თანაც ისე, რომ იცოდეს ეს ყველაფერი, რაც აქ ხდება, არ შეესაბამება, არ გამოხატავს, არ ასახავს მათ ნება-სურვილებსა და მისწრაფებებს. ჩემთან მიმართებაში ალბათ ბევრი კითხვა გექნებათ და ვეცდები გიპასუხოთ. ერთ-ერთი კითხვა, რაც გაინტერესებთ ალბათ, რატომ ვარ დღეს მე აქ? ერთადერთი ის, რის გამოც დღეს აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ ყველაფერს აქვს ძალიან მკაფიო და კონკრეტული ამოცანა – მალე დავტოვოთ ეს დარბაზი და ამ დარბაზში რაც შეიძლება მცირე ვადით ნაკლებად დაგაფრთხოთ, ამ დარბაზის დატოვებას მე ვაპირებ თქვენთან ერთად.

მე შემოვედი ამ დარბაზში ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლება, ზუსტად იმ პროპორციითა და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო აქცია ნოტარიალურ კანტორად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.