ნიკა მაჭუტაძე - სამეგრელომ უნდა დააბრუნოს მიხეილ სააკაშვილი
ნიკა მაჭუტაძე - სამეგრელომ უნდა დააბრუნოს მიხეილ სააკაშვილი

ვერ გააყალბებენ, ვერ მოგვპარავენ, ვერ წაგვართმევენ, ვერ მიიტაცებენ, ვერ დაგვამარცხებენ, გამარჯვება არის ჩვენი, გამარჯვება არის თქვენი, გამარჯვება არის ქართველი ხალხის, – ასე მიმართა პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრმა, ნიკა მაჭუტაძემ განმუხურში სანდრა რულოვსის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე შეკრებილებს.

როგორც ნიკა მაჭუტაძემ აღნიშნა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში სამეგრელომ უნდა დააბრუნოს.

„ჩვენ დღეს უმნიშვნელოვანეს ადგილას ვდგავართ. ზღვა, რომელიც ჩვენს უკან არის, არ არის საზღვარი, ეს ზღვა არის ჩვენი გზა ევროპისკენ და დასავლეთისკენ, ცივილიზაციისაკენ, თავისუფლებისაკენ. ეს ისტორიულად ასეა და არა მხოლოდ ეს ზღვა, არა მხოლოდ ეს მიწა, ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო, თქვენი გულები, თქვენი გონება, თქვენი აზროვნება, თქვენი ტრადიცია, თქვენი პასუხისმგებლობა არის ევროპის გზა საქართველოში. თქვენს გულებზე, თქვენს თავგანწირვაზე გადის საქართველოს თავისუფლების გზა. ეს არის ჩვენი მესამე პრეზიდენტის მეუღლე და არა მხოლოდ პირველი ლედი, არამედ სრულიად დამოუკიდებელი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე ჩვენს სინამდვილეში. დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი განდევნილი არის საქართველოდან, თქვენ უნდა დააბრუნოთ ის ამ ქვეყანაში. სამეგრელომ უნდა დააბრუნოს ის ამ ქვეყანაში. ძვირფასო მეგობრებო, ზუგდიდმა უნდა აღიდგინოს თვითმმართველობა, რათა ქართველმა ხალხმა აღიდგინოს სახელმწიფოებრიობა“, – განაცხადა მაჭუტაძემ.