ნიკა მაჭუტაძე - ქართული დემოკრატიის წინაშე შეთქმულებას დაუყოვნებლივ პასუხს გასცემს დემოკრატიული საზოგადოების მრისხანება
ნიკა მაჭუტაძე - ქართული დემოკრატიის წინაშე შეთქმულებას დაუყოვნებლივ პასუხს გასცემს დემოკრატიული საზოგადოების მრისხანება

ივანიშვილის რეჟიმი დღეიდან არის სავსებით არალეგიტიმური. ის ფაქტობრივად ჩვენს წინაშე გამოცხადდა, როგორც ქართული დემოკრატიის მტერი რეჟიმი, – ამის შესახებ მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის მიერ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება იყო შეთქმულება ქართული დემოკრატიის მიმართ.

„სრულიად არალეგიტიმური, სრულიად ანტიდემოკრატიული და ანტისახელმწიფოებრივი შეთქმულება ქართული დემოკრატიისა და ქართული კანონიერების წინაშე, სამართლიანი არჩევნების იდეის წინაშე. ამიტომ, ივანიშვილის რეჟიმი არის დღეიდან სავსებით არალეგიტიმური. ის ფაქტობრივად ჩვენს წინაშე გამოცხადდა, როგორც ქართული დემოკრატიის მტერი რეჟიმი, მისი ყველა გამოვლინებით. ამას საკუთარ ღირსეულ და დაუყოვნებლივ პასუხს გასცემს ქართველი ხალხის და ქართული დემოკრატიული საზოგადოების მრისხანება. რას ვაპირებთ, ამაზე ვრცლად ვისაუბრებთ“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

დატოვე კომენტარი