ნიკა მაჭუტაძე - ძალაუფლების გადანაწილებაზე დოკუმენტში პოზიტიური ჩანაწერია, თუმცა ჩვენ პარლამენტში თანამდებობებისთვის არ მოვსულვართ
ნიკა მაჭუტაძე - ძალაუფლების გადანაწილებაზე დოკუმენტში პოზიტიური ჩანაწერია, თუმცა ჩვენ პარლამენტში თანამდებობებისთვის არ მოვსულვართ

საპარლამენტო ძალაუფლების გადანაწილების თაობაზე შარლ მიშელის დოკუმენტში პოზიტიური ჩანაწერი არის ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის, თუმცა ჩვენ პარლამენტში თანამდებობებისა და პრივილეგიებისთვის არ მოვსულვართ, – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ სიით გასულმა დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მაჭუტაძე ამბობს, რომ გაცილებით დიდი მიზანი აქვთ, რაც რიგგარეშე არჩევნებისთვის ქვეყნის მომზადებას გულისხმობს.

„ჩვენ სხვა მიზანი გვაქვს, ეს არის ბრძოლა, მუშაობა, რომელიც პარლამენტს და ქვეყანას მოამზადებს რიგგარეშე არჩევნებისთვის. ჩვენი ინტერესის სფერო კომიტეტის თავმჯდომარეობა არ არის, არავითარი კომპლექსი არ გვაქვს. უფრო მაღალი მიზნები და ინტერესები არსებობს, რომელიც რიგგარეშე არჩევნებისთვის ქვეყნის მომზადებას გულისხმობს“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.