ნიკა მაჭუტაძე - არა თუ სალომე სამადაშვილის, მარგარეტ ტეტჩერზეც არ მაინტერესებს ფარული ჩანაწერები
ნიკა მაჭუტაძე - არა თუ სალომე სამადაშვილის, მარგარეტ ტეტჩერზეც არ მაინტერესებს ფარული ჩანაწერები

ჩანაწერებს არ ვიცნობ, მით უმეტეს, ფარულ ჩანაწერებს, როგორც წესი არ ვეცნობი ხოლმე, რადგან არამცთუ სალომე სამადაშვილის, არამედ მარგარეტ ტეტჩერზეც არ მაინტერესებს ფარული ჩანაწერები, – ამის შესახებ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსები უნდა საუბრობდნენ საჯაროდ და მედია საჯარო საუბრებს აშუქებდეს. მაჭუტაძის განმარტებით, სამწუხაროა, რომ ქართული ტელევიზიები უკანონო ფარულ ჩანაწერებს აშუქებენ.

„ამორალურად მიმაჩნია ფარული ჩანაწერების გაცნობა. ამორალურად მიმაჩნია ერთი მხრივ, როგორც უკანონოდ მიყურადება, მეორე მხრივ უზნეობად და ამორალურობად მიმაჩნია ამაზე საუბარი, რადგან არსებობს საჯარო საუბრები, პოლიტიკოსები უნდა საუბრობდნენ საჯაროდ

და მედია უნდა აშუქებდეს საჯარო საუბრებს. ყველა დროში, როდესაც ხდებოდა და ვრცელდებოდა უკანონო ჩანაწერები, ეს იყო არასწორი და ამორალური. ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული ტელევიზიები აშუქებენ უკანონო ფარულ ჩანაწერებს“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

ამასთან, მაჭუტაძემ ისაუბრა ოპოზიციის ერთობის საკითხზე. მისი თქმით, ქართული ოპოზიცია ერთიანია, რასაც დღევანდელი დღეც ადასტურებს.

„შეხედეთ და გადაიღეთ ამ ხალხის რაოდენობა, ეს არის ჩვენი ნამდვილი ერთობის დასტური, ამას არ სჭირდება შემოწმება. ამ მანიფესტაციაზე ცხადი არის ქართული ოპოზიციის ერთობა“, – განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

ტელეკომპანია „იმედმა“ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ.