ნიკა კვეკვესკირი - „ფიორენტინა“ ძლიერია, მაგრამ „ლეხი“ მოედანზე გამარჯვებისთვის გავა #1TVSPORT
ნიკა კვეკვესკირი - „ფიორენტინა“ ძლიერია, მაგრამ „ლეხი“ მოედანზე გამარჯვებისთვის გავა #1TVSPORT

ხუთშაბათს, 13 აპრილს პოზნანის „ლეხი“ კონფერენსლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ფიორენტინას“ მიიღებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „ლეხის“ მწვრთნელთან ერთად პოზნანელთა ქართვცელი ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი იმყოფებოდა და იტალიელებთან მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

„ევროპულ თამაშებში მიღწეული შედეგები თავდაჯერებულობას გვმატებს, კონფერენსლიგის მეოთხედფინალი კი ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების შესაძენად. გვსურს, ხვალ „ფიორენტინასთან“ მოვიგოთ და ამისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. იტალიელები შეიძლება უფრო ძლიერები იყვნენ, მაგრამ ჩვენ კომპაქტური გუნდი ვართ და ჩვენ წინააღმდეგ თამაში იოლი არაა.

რაც შეეხება ზეწოლას, იმ ასაკში აღარ ვარ, რომ მოედანზე ვინერვიულო, იმის მიუხედავადაც კი, თუ ვის ვხდებით. ჩვენ შეხვედრას სახლში ვმართავთ, ჩვენი გულშემატკივრების თვალწინ და მოუთმენლად ველით მის დაწყებას. გვინდა, ვიცოდეთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ და რა ეტაპამდე გავალთ. მიზანი გამარჯვებაა“, – განაცხადა ქართველმა ნახევარმცველმა.

პოზნანის „ლეხისა“ და „ფიორენტინას“ პირველი მეოთხედფინალური დაპირისპირება კონფერენსლიგაზე 13 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. განმეორებითი მატჩი 20 აპრილს ფლორენციაში შედგება.