ნიკა ხარაზიშვილი 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT
ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ცხრა ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც ხუთი ფინალურ ბლოკში გადავიდა.
მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინვალედ იასპარეზა 90 კგ-ში ნიკა ხარაზიშვილმა. ქართველმა ფინალში უკრაინელი კრიზნანსი იპონით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს შეჯიბრზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
რამდენიმე წუთში ევროპის პირველობაზე ასევე ოქროს მედლისთვის იჭიდავებს ილია სულამანიძეც (100კგ).
სარაევოში ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლებისთვის 18 წლის მიხეილ ჯაფარიძე (100კგ), საბა ინანეიშვილი (+100) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი იბრძოლებენ.