ნიკა კენჭაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ნიკა კენჭაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ფალავანმა სომეხი სპორტსმენი დამაჯერებლად ანგარიშით 10:0 დაამარცხა და წლევანდელ ევროპის პირველობის ბრინჯაოს მსოფლიო ჩემპიონატის ამავე სინჯის მედალი შემატა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე საქართველოს ნაკრების ყულაბაში უკვე ორი მედალია, გუშინ ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა.