ნიკა კენჭაძე - მადლობა გულშემატკივარს, მომავალში შევეცდებით, უმაღლესი სინჯის მედალი მოვიპოვოთ [ვიდეო] #1TVSPORT
ვარშავაში, ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრმა, ნიკა კენჭაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
79 კგ-ში ქართველმა ფალავანმა სომეხი მოჭიდავე რამდენიმე წამში ანგარიშით 10:0 დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილი დაიკავა.
ნიკა კენჭაძე: „საჩემპიონო განწყობით ვიყავი, მაგრამ მესამე ადგილი დავიკავე. ყველა მედალი დასაფასებელია. მადლობა ჩვენს გულშემატკივარს, შემდეგში აუცილებლად გამოვასწორებთ და შევეცდებით, უმაღლესი სინჯის მედალი მოვიპოვოთ.
ჩვენს ბიჭებს მინდა წარმატება ვუსურვო და აუცილებლად ვუგულშემატკივრებ. ჭიდაობს ჩემი ძმაც. ძნელია ძმის გულშემატკივრობა და იგივე განცდაა, თითქოს შენ ჭიდაობ“.