ნიკა გვარამიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადაყვანილია

02:25, 30.12.2021

ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადაყვანილია.

„მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან გაიტაცეს. მიმართულება – უცნობია. მისი მდგომარეობა – უცნობია“, – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებას ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

მსგავსი