ნიკა გვარამიას აცილების შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა
ნიკა გვარამიას აცილების შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა

7 ნოემბრის საქმიდან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატ ნიკა გვარამიას აცილების შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

„განსხვავებული პოზიცია არ გვქონია. მე-60 მუხლის თანახმად განვმარტავთ, რომ აცილება არ იქნება დაკმაყოფილებული. როცა დაიწყო საქმის განხილვა და აქამდე მოყოლებული, ყოფილიყავით ზედამხედველი. ჩვენ წინასწარ ვერანაირ კომენტარს მოწმეთა ვერც ერთ შეფასებაზე ვერ გავაკეთებთ. მე-60 მუხლის გათვალისწინების საკითხზე ამ საქმეში სასამართლო იმას გულისხმობს, რომელსაც ჩვენ ახლა ვიხილავთ“, – განაცხადა მოსამართლე ნინო ელიეშვილმა.

ამასთან, მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილის თქმით, კონკრეტულად ამ საქმეში გვარამიას მონაწილეობა არ იკვეთება.

„კონკრეტულად ამ საქმეში უნდა ყოფილიყო პროკურორი. კონკრეტულად ამ საქმეში გვარამიას მონაწილეობა, როგორც ბრალდებულის, განა მასალებში, ამ კონკრეტულ საქმეში არ იკვეთება და ამიტომ სამივეს ეს აზრი გვაქვს და აცილების შუამდგომლობას არ ვაკმაყოფილებთ“, – განაცხადა ლიანა ორკოდაშვილმა.