ნიკა გვარამია - სასაცილო და სამარცხვინოა, 21-ე საუკუნეში ადამიანს ეგონოს, რომ დიპლომატია პოლიტიკაში გადამწყვეტია, საბჭოთა ადამიანებს ახასაითებთ ეს კომპლექსი
ნიკა გვარამია - სასაცილო და სამარცხვინოა, 21-ე საუკუნეში ადამიანს ეგონოს, რომ დიპლომატია პოლიტიკაში გადამწყვეტია, საბჭოთა ადამიანებს ახასაითებთ ეს კომპლექსი

სასაცილო და სამარცხვინოა, 21-ე საუკუნეში ადამიანს ეგონოს, რომ დიპლომატია პოლიტიკაში გადამწყვეტია, საბჭოთა ადამიანებს ახასიათებთ ეს კომპლექსი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გადაცემა „მთავარი აქცენტების“ წამყვანმა, ნიკა გვარამიამ ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ელჩების, კერძოდ კი, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების როლზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აზრი არ აქვს აქვს იმ ადამიანების ფასილიტაციით მოლაპარაკებებს, რომლებიც ვერ ხედავენ ვერანაირ სხვა ვერსიას, პარლამენტში შესვლის გარდა.

„ამას ჰქვია პოსტკოლონიური კოპლექსი, საბჭოთა ადამიანებს ახასიათებთ ეს კომპლექსი, რადგან ჩვენი კოლონია ამერიკა არ ყოფილ არასდროს. დღეს სასაცილოა და სამარცხვინო, ადამიანს ეგონოს 21-ე საუკუნეში, რომ დიპლომატია პოლიტიკაში არის გადამწყვეტი. დიპლომატია არის მე-19 საუკუნის პროდუქტი და მე-20 საუკუნეში, საბჭოთა კავშირის დაშლით, მისი მწვერვალები დაპყრობილ იქნა და დასრულდა. საჯარო პოლიტიკა და სახალხო პოლიტიკა არის მთავარი ტექნოლოგიური იარაღი ყველა ქვეყანაში – აშშ-თი დაწყებული, უმცირეს ევროპულ დემოკრატიამდე დამთავრებული. ის, რომ „დიდი ძმის“ აღქმა გქონდეს ამერიკის ელჩის მიმართ, უკვე შეურაცხმყოფელია საკუთრივ იმ სახელმწიფოსი, რომლის ელჩზეც ვლაპარაკობთ. ეს არის პოსტკოლონიური კომპლექსი, სინდრომი საბჭოთა კავშირში ნაცხოვრები ადამიანების. არასდროს არავინ არ არის აპრიორი მართალი, არც ამერიკის ელჩი, არც ამერიკის პრეზიდენტი.

დიდი ბოდიში, მაგრამ ქვეყანა, სადაც ტრამპი იყო პრეზიდენტი, რომელსაც ტვიტებს უბლოკავს ამერიკული სოციალური ქსელი „ტვიტერი“, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ამის კრიტიკა არ შეიძლებაო, ვინმემ რომ მითხრას, დავცინებ დიდი დაცინვით. არგუმენტი, რომ ელჩი ასეთია და ასე ფიქრობს, ელჩის საწინააღმდეგო არგუმენტია და არა თქვენი პოზიციის“, – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, „ევროპას და აშშ-ს ურტყამს ელჩების, სასამართლოების და ასე შემდეგ, ცუდი, არასწორი, ანტიქართული პოზიციები“.

„არ შეიძლება ფეტიშიზაცია არც ელჩის და არც არავისი საერთოდ. ამ ქვეყანაში თუ ხარ პოლიტიკოსი, ფეტიში არის ერთადერთი ის, ვინც არის ხელისუფლების წყარო – ქართველი ხალხი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.