ნიკა გვარამია - სააკაშვილი კედელ-კედელ შემოვიდა, ვერ დგას წესიერად ფეხზე, გადაადგილების შესაძლებლობა აღარ აქვს
ნიკა გვარამია - სააკაშვილი კედელ-კედელ შემოვიდა, ვერ დგას წესიერად ფეხზე, გადაადგილების შესაძლებლობა აღარ აქვს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და გადაადგილება უჭირს.

„რამდენიმე დღის წინ რომ ვიყავი შესული, მიხეილ სააკაშვილი ასეთი ფერის არ იყო. ასე სუსტადაც არ იყო, რადგან ადამიანი შემოვიდა კედელ-კედელ, რეალურად ვერ დგას წესიერად ფეხზე. უკვე მგონია, რამდენად სწორია, საერთოდ რომ ჩამოჰყავთ. არ ვიცი, მე თვითონაც უხერხულად ვგრძნობ თავს, რომ ჩემ გამო უნდა ჩამოვიდეს, რა საქმეც არ უნდა იყოს. ადამიანს უბრალოდ შესაძლებლობა აღარ აქვს, რომ გადაადგილდეს. რამდენჯერმე ადგა ფეხზე და თავბრუ კი არ ეხვევა, ჩანს, რომ ქანაობს ადამიანი და ვერ იკავებს თავს. მიხეილ სააკაშვილი ცუდად არ არის, მიხეილ სააკაშვილი ძალიან ცუდად არის, ჩემი შეფასებით. არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს, ვფიქრობ, უკუთვლა არის უკვე ჩართული“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ, რომელმაც მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.