ნიკა გვარამია - მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგებს და სადაც პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება გამარჯვების მოპოვება
ნიკა გვარამია - მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგებს და სადაც პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება გამარჯვების მოპოვება

ტელევიზიაში მე დირექტორი არ ვარ და არც დავბრუნდები, მე მივდივარ იქ, სადაც ბრძოლა მოიტანს შედეგებს, მინდა, 2024 წელს ივანიშვილისა და რუსეთის დამარცხების თანამონაწილე ვიყო, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ გადაცემაში „ღამის მთავარი“ განაცხადა.

მისივე თქმით, ფიქრობს, რომ მისი ადგილი არის იქ, სადაც პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება ბრძოლა და გამარჯვების მოპოვება.

„ეს არის ის, რისი თქმაც მინდა. მე ვიქნები იქ, სადაც იქნება პოლიტიკური ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ, ერთმნიშვნელოვნად და ცხადად. ყველაზე უფრო ეფექტური რაც იქნება ჩემი აზრით, ვიქნები იქ.

ამ წუთას ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩემი ადგილი არ არის წამყვანის მაგიდასთან, ჩემი ადგილი არის იქ, სადაც იბრძვიან სხვა მეთოდებით ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის დასამარცხებლად. მე მგონია, რომ სამშობლო გვეძახის ყველას. მგონია, რომ ამოვწურე წამყვანის მაგიდასთან საკუთარი თავი. ტელევიზიის ხელმძღვანელადაც და მადიამენეჯერადაც, ვფიქრობ, თავი ამოვწურე, დამოუკიდებელ ჟურნალისტადაც… ვფიქრობ, ჩემი ადგილი არის იქ, სადაც პოლიტიკური მეთოდებით შეიძლება ბრძოლა და გამარჯვების მოპოვება. მინდა, დავეხმარო ამ სეგმენტს. უფრო მეტად სპეციფირება არ შემიძლია ამ საკითხის, როგორ იქნება და რანაირად“, – ამბობს ნიკა გვარამია.