ნიკა გვარამია - ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების ცვლილება და არა საარჩევნო წესები, ხელისუფლება უკვე შეიცვალა, ხალხმა გადაირჩია
ნიკა გვარამია - ჩემთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლების ცვლილება და არა საარჩევნო წესები, ხელისუფლება უკვე შეიცვალა, ხალხმა გადაირჩია

გადაცემა „მთავარი აქცენტების“ წამყვანის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია არა საარჩევნო წესები, არამედ ხელისუფლების ცვლილება.

ამით გვარამიამ გადაცემის სტუმრის, ალეკო ელისაშვილის მიერ საარჩევნო სისტემის მნიშვნელობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„გულწრფელად მითხარი, საქართველოს მომავლისთვის, შენთვის, შენი შვილების წინაშე მნიშვნელოვანი არ არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ არჩევნები პატიოსანი იყოს?“, – მიმართა ელისაშვილმა გვარამიას.

თავის მხრივ, გადაცემის წამყვანმა უპასუხა: „საარჩევნო წესები არა, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. ხელისუფლება უკვე შეიცვალა, ხალხმა გადაირჩია“.