ნიკა გვარამია - ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის ოცნებიზაცია, ხალხისგან ფარულად თანხმდებით ჯერ ერთმანეთთან და მერე  „ქართულ ოცნებასთან“
ნიკა გვარამია - ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის ოცნებიზაცია, ხალხისგან ფარულად თანხმდებით ჯერ ერთმანეთთან და მერე „ქართულ ოცნებასთან“

გახსოვდეთ, ხელისუფლება წაგვართვეს ჩვენ – ხალხს, და არა თქვენ – ოპოზიციურ პარტიებს, თქვენ წარმოადგენთ ხალხს და არა საკუთარ თავს და საკუთარ ინტერესებს, კეთილი ინებეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ, რაზე მიდის შეთანხმება/მოლაპარაკებები, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„ღიად და პირდაპირ მივმართავ ოპოზიციას: რას ნიშნავს დაუსრულებელი არგასაჯაროება და დამალვა, რაზე მიდის მოლაპარაკებები? რატომ გვამკითხავებთ, ვინ შედის, ვინ არა, ვინ რაზე თანახმაა, ვინ რისი წინააღმდეგია? თუ თქვენ ვერ ხვდებით, მე გეტყვით: ახლა მიმდინარეობს ოპოზიციის ოცნებიზაცია – ჯერ იმათმა მოგვპარეს ხელისუფლება და ახლა ზუსტად იგივეს აკეთებთ თქვენ – გვპარავთ სიმართლეს და მასთან ერთად ხელისუფლებას, ხალხისგან ფარულად თანხმდებით ჯერ ერთმანეთთან და მერე – „ქართულ ოცნებასთან“.

გახსოვდეთ, ხელისუფლება წაგვართვეს ჩვენ – ხალხს, და არა თქვენ – ოპოზიციურ პარტიებს. თქვენ წარმოადგენთ ხალხს და არა საკუთარ თავს და საკუთარ ინტერესებს. კეთილი ინებეთ და ჩვენც გაგვაგებინეთ, რაზე მიდის შეთანხმება/მოლაპარაკებები.

მთავარი არხის სახელით მოვითხოვ (იმედია, სხვა მედიებიც შემოგვიერთდებიან):
გასაჯაროვდეს, რაზე მიდის მოლაპარაკებები და რატომ დაემსგავსა ეს ყველაფერი ვაჭრობას;
დაიშვას მედია ოპოზიციის საერთო შეკრებებზე და მოხდეს პირდაპირი ტრანსლირება, რათა გაირკვეს, ვინ შედის, ვინ რაზეა თანახმა, ვინ უგორებს კოჭს ივანიშვილს და ვინ იცავს ხალხის პოზიციას“, – წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.

დატოვე კომენტარი