ნიკა გვარამია - აჯანყებას, არალეგიტიმური რეჟიმების შეცვლას პოლიტიკოსები არ ახდენენ, პოლიტიკოსები ამაში მონაწილეობენ, პირველ რიგში, ამას აკეთებს ხალხი
აჯანყებას, არალეგიტიმური რეჟიმების შეცვლას პოლიტიკოსები არ ახდენენ, პოლიტიკოსები ამაში მონაწილეობენ, პირველ რიგში, ამას აკეთებს ხალხი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.
ნიკა გვარამიას თქმით, ხალხი უნდა ჩამოყალიბდეს, როგორი მეთოდებით სურთ სიარული.
„ჩვენ მგრძნობიარეები ვართ არა მარტო ჩვენი სურვილების მიმართ და იქ, პარლამენტში არავის შესვლა არ გვინდოდა, არამედ ჩვენი ამომრჩევლების დაკვეთის მიმართ. ჩვენ ვინც მოგვცა ხმა, პირველ რიგში, ამას ითხოვდა ჩვენგან და ეს შევასრულეთ. სხვა ამომრჩეველს მოვუწოდებ, მოსთხოვონ პასუხი თუ შესთავაზონ გამოსავალი მათ, ვისაც მისცეს ხმა. მარტო ქუჩაში დგომა არ არის საკმარისი. მით უმეტეს, ვნახეთ, რომ ქუჩაში იდგა არა იმდენი ადამიანი, როგორც, მაგალითად, რუსულ კანონზე. არავის ვამტყუნებ, არავის ვამუნათებ, მაგრამ მინდა, სიმართლე ვთქვა. მე თვითონ ვიღებ სიმართლეს ჩემი თუ ოპოზიციის მიმართულებით. აჯანყებას, არალეგიტიმური რეჟიმების შეცვლას პოლიტიკოსები არ ახდენენ, პოლიტიკოსები ამაში მონაწილეობენ. ამას, პირველ რიგში, აკეთებს ხალხი, მათ შორის, საკუთარ თავზე ინიციატივის აღებით, პოლიტიკოსებისთვის რაღაც შესაძლებლობების მიცემით. ერთ ნაწილში ვამბობთ, რომ კოალიცია გვინდა და ბელადი, ლიდერი არ გვინდა; მეორე შემთხვევაში, როცა უკვე სხვა რაღაც განწყობაზე ვართ, ვამბობთ, რომ ბელადი გვჭირდება და ერთი ლიდერი, რომელიც ყველაფერს შეცვლის. უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა გვჭირდება, როგორი მეთოდებით გვინდა სიარული და როგორი ქვეყნის აშენება გვინდა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.