ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ქარტიას ხელს მოაწერს
ნიკა გვარამია აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ქარტიას ხელს მოაწერს

პარტია „ახლის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ ქარტიას ხელს მოაწერს.

„კი, გეგმას ჩვენ ხელს მოვაწერთ. ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებად, მკაფიოდ არის ნათქვამი. შინაარსზე მეტად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის პრინციპი, რომ სალომე ზურაბიშვილი ხდება, ასე ვთქვათ, გრავიტაციის ცენტრი, რომლის ირგვლივაც გაერთიანდება  მთავარი მიზნისთვის ბრძოლა, ეს არის საქართველოს დასავლური მომავალი. ეს მნიშვნელოვანია, სწორია. არაფერია ისეთი, რაც ხელმოწერას ხელს შეუშლიდა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს სამოქმედო გეგმა, „ქართული ქარტია“ წარუდგინა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.