ნიკა გაგნიძე - გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციას თურქეთთან შევეცდებით #1TVSPORT
ნიკა გაგნიძემ კომენტარი გააკეთა პორტუგალიასთან წაგებულ მატჩზე (4:1). საქართველოს 21-წლამდე ნაკრებისა და თურქული „უმრანიესპორის“ ნახევარმცველის თქმით, გუნდმა საკუთარი ფეხბურთის ჩვენება ვერ მოახერხა.
„ვფიქრობ, რომ დღევანდელი შედეგი პირველ რიგში განაპირობა იმან, რომ ჩვენ ვერ ვითამაშეთ ჩვენი თამაში, ვერ ვაჩვენეთ ჩვენი პლუსები და საბოლოოდ, მივიღეთ ეს შედეგი“, – ამბობს ნიკა გაგნიძე.
21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი იმედოვნებს, რომ შემდეგ საკონტროლო შეხვედრას გუნდი უკეთ ჩაატარებს:
„წინ არის მეორე მატჩი, სადაც ვეთამაშებით თურქეთს და ვეცდებით, ის შეცდომები, რომლებიც ამ თამაშში დავუშვით გამოვასწოროთ და ჩვენი თავისა და გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაცია მოვახდინოთ“.
შემდეგ შეხვედრას ახალგაზრდული ნაკრები 27 სექტემბერს, სტამბოლში, რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის ქასიმფაშას სტადიონზე თურქეთთან გამართავს.